ბიძინა ივანიშვილი ე.წ. მშვიდობის მემორანდუმზე: ეს ინიციატივა შემთხვევითი არ არის
21-09-2016, 04:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"ქართული ოცნების" მიერ "მშვიდობის მემორანდუმის" გასაჯაროვებას საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ეხმაურება და აცხადებს, რომ "ამის საჭიროება არ უნდა დამდგარიყო".

 


ყოფილი პრემერი იმედოვნებს, რომ მემორანდუმს ყველა პოლიტიკური სუბიექტი მოაწერს ხელს.

 

 

„მე ვფიქრობ, წინა ხელისუფლების მმართველობის ცუდი დანატოვარია და ძირითადად მათივე აგრესიული გამოვლინებებია დაპირისპირება, როცა ერთი გუნდი ატარებს აქციას და მიდიან სხვები. როდესაც ჩვენ პოლიტიკაში მოვედით, პრინციპში საშუალება არ გვქონდა გავსულიყავით და მოსახლეობას შევხვედროდით. ძალიან აქტიურობდნენ ე.წ. ზონდერები და ხშირად მუშტი-კრივში გადადიოდა შეხვედრა. დღევანდელი ხელისუფლება ჩემი აზრით, ამ მხრივ პრობლემებს არ ქმნის, ცალკეული პროვოკაციები არის, არის სხვადასხვა პარტიებიდან, ძირითადად გასაგებია საიდანაც, მაგრამ ვალდებულება და პასუხისმგებლობა ხელისუფლებისაა და ეს ინიციატივაც შემთხვევითი არ არის.

 

 

რა თქმა უნდა, ხელისუფლების ვალდებულებაა, აღკვეთოს პროვოკაციები, მაგრამ ისე არ უნდა ვქნათ, რომ ნებისმიერ პროვოკაციაში, ვისგანაც არ უნდა იყოს ინსპირირებული, წინასწარ ხელისუფლება დავადანაშაულოთ. ყველა პარტია უნდა იყოს პასუხისმგებელი, რომ მსგავსი არ მოხდეს“, - დასძინა ბიძინა ივანიშვილმა.

 

 

"ქართულმა ოცნებამ" პოლიტიკურ ოპონენტებს ე.წ. მშვიდობის მემორანდუმი შესთავაზა, რომელიც წინასაარჩევნოდ არჩევნებში მონაწილე სუბიექტებს შეთანხმებისკენ მოუწოდებს, რათა უზრუნველყონ მათი აქტივისტების დისტანცირება სხვა პარტიების მიერ ან მის მხარდასაჭერად გამართული აქციისგან, შეხვედრისგან ან სხვა მსგავსი სახის ღონისძიებისგან და მიიღებენ ყველა ზომას, რათა არ დაუშვან მათი აქტივისტების მხრიდან სხვა საარჩევნო სუბიექტის მიერ გამართული ღონისძიების ხელშეშლა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი