„ისე გავიგე, როგორც თქვა, კომენტარი არ მაქვს ამაზე“, - აღნიშნა ყოფილმა პრემიერ მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა მოძრაობის „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერის, პაატა ბურჭულაძის განცხადების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ ჟურნალისტებთან საუბრისას.
პაატა ბურჭულაძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილისგან განსხვავებით, თბილისშია გაზრდილი და პასუხის მოთხოვნა სხვანაირად იცის.
ამის შესახებ ბურჭულაძემ „TV პირველის“ ეთერში, ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას კითხვის - „თუ თავს ბიძინა ივანიშვილისგან შეურაცხყოფილად მიიჩნევს, აპირებს თუ არა სასამართლოს მიმართოს?“ - საპასუხოდ განაცხადა.
„მე ვარ თბილისში გაზრდილი ბიძინა ივანიშვილისგან განსხვავებით და ცოტა სხვანაირად ვიცი პასუხის მოთხოვნა. სასამართლოში ჩვენი ჩივილი ამის თაობაზე, ჩემი აზრით, არ იქნება თბილისურად ლამაზი. თბილისში, სადაც მე გავიზარდე, სასამართლოში არ მიდიან. მე მივყვები იმ ხაზს, რომ თუ არ მოიხდის ბოდიშს, ის დამნაშავეა. ღმერთმა შეუნდოს“, – თქვა პაატა ბურჭულაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.