გიორგი ქადაგიძე: ლარი უახლოეს მომავალში უნდა დასტაბილურდეს
25-02-2015, 04:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, გიორგი ქადაგიძის განცხადებით, არსებული მონაცემებით, ლარი უახლოეს მომავალში უნდა დასტაბილურდეს. ამის შესახებ გიორგი ქადაგიძემ კომერციული ბანკების წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ბევრჯერ ითქვა იმ ფუნდამენტურ ფაქტორებზე, თუ რამ გამოიწვია ლარის დევალვაცია და ეს სავალუტო შემოდინების შემცირებას უკავშირდება.

 

 

"დღევანდელი მდგომარეობით ჩვენ მივიღეთ ლარის 30%-იანი გაუფასურება. ეს ჯერ ბოლომდე არ ასახულა იმპორტზე. იმპორტზე ასახვა მოხდება და დაწყებულია, რაც ნიშნავს, რომ იმპორტი შემცირდება. იმპორტის შემცირება თავისთავად ნიშნავს ნაკლებ მოთხოვნას უცხოურ ვალუტაზე. შესაბამისად, ლარი არსებული მონაცემებით, უახლოეს მომავალში უნდა დასტაბილურდეს", - განაცხადა ქადაგიძემ.

 

 

მისივე თქმით, მოკლევადიან მერყეობაზე მოლოდინები ყოველთვის ახდენს გავლენას და ეს ყველაზე ნათლად ჩანს მაშინ, როცა ოფიციალური კურსი და კომერციული კურსები ერთმანეთისგან განსხვავდება და ყიდვა-გაყიდვის კურსებს შორის სხვაობა იზრდება.

 


"როგორც წესი, ყოველთვის ეს არის რამდენიმედღიანი შუალედი. როგორც კი გარკვეული ტიპის აჟიოტაჟი და მოლოდინები ამასთან დაკავშირებით დაწყნარდება, ეს ყველაფერი დაუბრუნდება სტაბილურ, ნორმალურ მარჟებს, რომელიც მანამდე იყო", - აღნიშნა ქადაგიძემ.

 


ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განმარტებით, ეროვნულ ბანკს აქვს საკმარისი სავალუტო რეზერვი, რომელიც ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას უზრუნველყოფს.

 


"ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის გარანტი არის ეროვნული ბანკი და ეს ასეც იქნება, როგორც აქამდე იყო. ჩვენ ეს არაერთხელ დაგვიმტკიცებია. მეორე მხრივ, გვაქვს ეკონომიკური შოკი, რომელზეც ხდება რეაგირება. კურსი ამის შედეგად უკვე გაუფასურდა - 30 %-იანი გაფასურება არის სამწუხაროდ, საკმაოდ მნიშვნელოვანი გაუფასურება, რომელიც ახლა იმპორტზე აისახება. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, ველოდებით, რომ ლარი დასტაბილურდება", - განაცხადა მან.

 

 

ქადაგიძის თქმით, იმისთვის, რომ ლარის კურსს ჰქონდეს გამყარების მიმარულება უნდა გამოსწორდეს ფუნდამენტური ფაქტორები და ქვეყანაში სავალუტო შემოდინებები გაიზარდოს.

 

 

"ეს არის საშუალო და გრძელვადიანი მთავარი გამოსავალი ამ თემებიდან. დანარჩენი ყველაფერი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ ეს არის მიმართული და ამის მთავარი არსია, შევარბილოთ ნეგატიური გავლენა იმ პროცესების, რომლებიც ქვეყანაში მიმდინარეობს. ჩვენ ამ პროცესებს ვუდგებით ძალიან დიდი ყურადღებით და გულისხმიერებით. ჩვენ არ გვაქვს უფლება დავუშვათ შეცდომა, იმიტომ რომ ჩვენ ჩარევას აქვს კონკრეტული ფასი. არის სხვადასხვა ტიპის კომენტარი დაგვიანებულ რეაქციასთან დაკავშირებით, თითქოს ჩვენ გვიან დავიწყეთ მოქმედება. ეს ასე არ არის და არ არის პირველ რიგში იმიტომ, რომ ჩვენ ჩარევას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი კონკრეტული ფასი, გამოხატული ეკონომიკურ ზრდაში, საპროცენტო განაკვეთების გაზრდაში, გაყიდვების შემცირებასა და ა.შ. ამიტომ ჩვენ არ გვაქვს უფლება ვიმოქმედოთ ისე, რომ ერთი მიმართულებით სიტუაცია დავასტაბილუროთ და მეორე მიმართულებით უარესი შედეგი მივიღოთ. ჩვენ ვართ ძალიან თანმიმდევრულები და ამ პოლიტიკას მომავალშიც გავაგრძელებთ", - აღნიშნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი