ირაკლი კობახიძე: მოხდება რეაგირება, თუ "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა კარდაკარის დროს ამომრჩევლებისგან პირადი ნომრები მოითხოვეს
21-09-2016, 04:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"ქართული ოცნება" კარდაკარის დროს, პარტიის წარმომადგენელთა მხრიდან ამომრჩევლებისგან პირადი ნომრების გამოთხოვას არ ადასტურებს. პარტიის აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განამრტებით, თუკი ცალკეულ შემთხვევებში, იმპროვიზაციებს ჰქონდა ადგილი, მზად არიან ასეთ ფაქტზე რეაგირებისათვის.

 

 

”კარდაკარის დროს ამომრჩევლებისაგან პირადი მონაცემები შეიძლება მოითხოვონ, მაგრამ თუ ამ შემთხვევაში საუბარია პირადი ნომრის და ასეთი ტიპის მონაცემების გამოთხოვაზე, ეს ჩვენთვის მიუღებელია. თუკი ასეთი ფაქტები დაფიქსირდება, მზად ვართ, რეაგირებისათვის. ჩვენ არ გამოვრიცხავთ ცალკეულ შემთხვევებში იმპროვიზაციებს, მაგრამ ასეთ ფაქტებზე რეაგირებას აუცილებლად მოვახდენთ”, - განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი კობახიძემ.

 

 

როგორც საია-ს თავმჯდომარემ ანა ნაცვლიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მათთვის ცნობილი გახდა, რომ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები მოქალაქეებთან მიდიან და პირადი მონაცემების გაცემას სთხოვენ, თუმცა არანაირ განმარტებას არ აკეთებენ, რისთვის სჭირდებათ პერსონალური ინფორმაცია.

 

 

ნაცვლიშვილის განმარტებით, არც ერთი პარტიის წარმომადგენელს არ აქვს უფლება მოქალაქეს ასეთი ინფორმაციის გაცემა აიძულოს, თავის მხრივ კი, მოქალაქეს არ აქვს ვალდებულება, გასცეს ასეთი ინფორმაცია.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი