ყოფილი პრემიერ მინისტრ ბიძინა ივანიშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ არის კორცხელის ინციდენტის მსგავსი პროვოკაციების სპეციალისტი.
ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა და აღნიშნა, რომ გამოძიება ჯერ დასრულებული არ არის, თუმცა საზოგადოებისთვის გარკვეულია და ფოტოებზეც კარგად ჩანს ვინ მიიტანა იქ ხელკეტები.
„ჩემი აზრით, მიუხედავად იმისა, რომ პირველ რიგში ხელისუფლებაა ვალდებული აღკვეთოს მსგავსი ღონისძიებები და პრევენციებიც გაატაროს, ვერ დავმალავთ იმას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის ასეთი პროვოკაციების სპეციალისტი. მე არ მგონია, რომ ეს მოხდა ბუნებრივად, ძალიან დიდი და საფუძვლიანი ეჭვია, რომ ინსცენირებული იყო მათი მხრიდან“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.