თამარ ჩუგოშვილი საია-ს განცხადებაზე: სამწუხაროდ, არც ერთ ქვეყანაში არ ტარდება არჩევნები ისე, რომ ფორმალური დარღვევა არ მოხდეს
21-09-2016, 04:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„სამწუხაროდ, არც ერთ ქვეყანაში არ ტარდება არჩევნები ისე, რომ ფორმალური დარღვევა არ მოხდეს, მთავარია, ეფექტური რეაგირების მექანიზმები არსებობდეს“, - აღნიშნა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა წევრმა, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, თამარ ჩუგოშვილმა, რითაც საია-ს დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა.

 

 

მისი თქმით, ის საია-ს განცხადებას არ გაცნობია და არც ამ კონკრეტული ფაქტის შესახებ აქვს ინფორმაცია.

 

 

„განცხადებას არ ვიცნობ, მაგრამ აუცილებლად გავეცნობი. თუმცა რაც შეეხება საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების შეფასებებს, რამდენიმე დღის წინ გავეცანით IRI-ს და ევროსაბჭოს შეფასებებს, სადაც ნათქვამია, რომ არჩევნები არის თავისუფალი და სამართლიანი. ის შედარებულია 2012 წელთან და ყველა მონიტორინგის ანგარიშში პირობების გაუმჯობესებაზეა საუბარი. იზოლირებული დარღვევები, დარწმუნებული ვარ, არის და იქნება კიდეც. სამწუხაროდ, არც ერთ ქვეყანაში არ ტარდება არჩევნები ისე, რომ ფორმალური დარღვევა არ მოხდეს, მთავარია, ეფექტური რეაგირების მექანიზმები არსებობდეს“, - აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

 

 

დღეს საია-ს თავმჯდომარემ, ანა ნაცვლიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, მათთვის ცნობილი გახდა, რომ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები მიდიან მოქალაქეებთან და პირადი მონაცემების გაცემას სთხოვენ, თუმცა არანაირ განმარტებას არ აკეთებენ, რისთვის სჭირდებათ პერსონალური ინფორმაცია.

 

 

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ მოქალაქეებს მოუწოდებს, არ გასცენ საკუთარი პირადი მონაცემები და განმარტავს, რომ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს ან საჯარო მოხელეებს არ აქვთ უფლება მოქალაქეს ამგვარი ინფორმაციის გაცემა აიძულონ.

 

 

„ყველაზე მოწყვლადი ჯგუფები არიან დევნილები და სოციალურად დაუცველები, რომელთაც აქვთ შიში, რომ თუ პირად მონაცემებს არ გასცემენ, მათ შეიძლება სოციალური დახმარება მოუხსნან. მოქალაქეს აქვს უფლება, ასეთი ინფორმაცია არ გასცეს და ვერავითარ შემთხვევაში მათ დახმარებას ვერავინ შეუწყვეტს",- აღნიშნა ნაცვლიშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი