პროკურატურამ ვერ დაამტკიცა, რომ ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულებმა თანხა ჯიბეში ჩაიდეს, მაგრამ არამიზნობრივად გაფლანგვაც სერიოზულ კითხვებს იწვევს, - აღნიშნული განცხადება ყოფილმა პრემიერ მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით გააკეთა.
"მე არ მინახავს, მაგრამ სახალხო დამცველი თუ ასეთ აზრებს გამოთქვამს სასამართლოს დამთავრებამდე, ძალიან ცუდია - ასწრებს და ერევა სასამართლოს საქმეში. ზოგადად, არ არის დამტკიცებული რომ მათ ეს ჯიბეში ჩაიდეს - ეს ვერ დაამტკიცა პროკურატურამ, მაგრამ არამიზნობრივად არის გაფლანგული 5 მილიონი ლარი. ჩემი აზრით, ეს სერიოზულ კითხვებს იწვევს, თუმცა მე სულაც არა ვარ მოსამართლე და არ ვაპირებ დასკვნების გაკეთებას, დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას",- განაცხადა ივანიშვილმა.
ყოფილმა პრემიერმა აღნიშნა, რომ არ სურს დაუბრუნდეს ბრალდებებს იმის თაობაზე, რომ ის თავად იყო ჩართული პროკურატურისთვის მითითებების მიცემაში და გაადააჭარბოს ყოფილი თანაგუნდელების, მათ შორის "თავისუფალი დემოკრატების" კრიტიკაში, ვინაიდან საარჩევნო პერიოდია, თუმცა აცხადებს, რომ "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა თავისი ბრალდებების დამადასტურებელი ვერც ერთი დოკუმენტი ვერ წარმოადგინა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.