ქვესადგურში „მუხიანი“ სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
21-09-2016, 05:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ენერგეტიკის მინისტრმა, ილია ელოშვილმა, ცენტრალურ აზიასა და ამიერკავკასიაში ,,ინტერ რაოს“ აქტივების მართვის ბლოკის ხელმძღვანელმა, დიმიტრი ვოლკოვმა და სს ,,თელასის“ გენერალურმა დირექტორმა, სერგეი კობცევმა ქვესადგურში „მუხიანი“ სარეაბილიტაციო სამუშაოებს მიმდინარეობა დაათავლიერეს.

 


ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, ქვესადგურში სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია ელექტრომომარაგების ხარისხისა და საიმედოობის გაუმჯობესების მიზნით ახორციელებს.

 


"რეაბილიტაციის ფარგლებში ქვესადგურში 6/10-კილოვოლტიან დახურულ გამანაწილებელ მოწყობილობებზე მოძველებული ზეთიანი ამომრთველები იცვლება თანამედროვე ვაკუუმური ამომრთველებით; ძველი ოპერატიული მართვის ფარის მაგივრად დამონტაჟდება ციფრული ტერმინალით აღჭურვილი თანამედროვე მართვის ფარი; განახლდება ქვესადგურის საკაბელო მეურნეობა. აგრეთვე, ტარდება ქვესადგურის შენობის კაპიტალური რემონტი.

 


ქვესადგური „მუხიანის“ სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 1 მლნ 686 ათას ლარს შეადგენს. ქვესადგურის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის ნოემბერში დასრულდება.

 


სამუშაოების დასრულების შემდეგ გაუმჯობესდება ქვესადგურის მართვა და კონტროლი, მოწყობილობების ტექნიკური მომსახურების უსაფრთხოების დონე და ქვესადგურის მუშაობის ეფექტიანობა, რაც საბოლოო ჯამში მუხიანის და თემქის დასახლებების (გლდანი-ნაძალადევის რაიონის) 24 ათასზე მეტ აბონენტის ელექტრომომარაგების საიმედოობას და ხარისხს გაზრდის", - ნათქვამია ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი