ხათუნა სამნიძე: მოვითხოვთ ბათუმში გახსნილმა თურქულმა სკოლამ, ვიდრე პასუხი არ გაეცემა ყველა შეკითხვას, დროებით შეაჩეროს ფუნქციონირება
21-09-2016, 05:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე ბათუმში ახლად გახსნილი თურქული სკოლის საკითხზე კომენტირებისას აცხადებს, რომ აღნიშნული სკოლა მშენებლობის ნებართვის გარეშე და საქართველოს კანონმდებლობის იგნორირებით გაიხსნა, რაც მისივე შეფასებით, საქართველოს მთავრობის უპასუხისმგებლობასა და უყურადღებობაზე მიუთითებს.

 

 

"საქართველოს განათლების სამინისტროსა და თურქეთის საელჩოს შორის საბოლოო შეთანხმების მიღწევის გარეშე, გუშინ მოულოდნელად ბათუმში გაიხსნა თურქული სკოლა საქართველოს კანონმდებლობის სრული იგნორირებით, საქარველოსა და აჭარის შესაბამისი სამინისტროების ინფორმირების გარეშე, თურქეთის მხრიდან ოფიციალური წარმომადგენლების მონაწილეობით. ბათუმის მერიას არ გაუცია მშენებლობის ნებართვა, რის გამოც სკოლა არაერთხელ დაჯარიმდა. სკოლას არ გაუვლია აკრედიტაცია და ავტორიზაცია. ასევე ცალკე აღსანიშნავია და შესასწავლია სკოლაში დასაქმებული თურქეთის მოქალაქეების შრომითი უფლებები, რაც არა მხოლოდ კონკრეტულად ამ სკოლის საკითხია, არამედ მთელ საქართველოში შესასწავლი საკითხია. აღნიშნული ადასტურებს, რომ საქართველოს მთავრობა უპასუხისმგებლოდ, უყურადღებოდ მოეკიდა საკითხს. ამას ადასტურებს განათლების მინისტრის დღევანდელი განცხადება, რომ ის მოლაპარაკებების ეტაპზე არ იყო საქმის კურსში სკოლის შენობის უკანონო მშენებლობასთან დაკავშირებით.

 

 

თურქეთი არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, რომელთანაც საქართველოს აქვს პრაქტიკულად ყველა სფეროში თანამშრომლობა, მათ შორის განათლების სფეროშიც, ამიტომ „რესპუბლიკური პარტია“ მოელის, რომ საქართველოს და თურქეთის შესაბამისი უწყებები დროულად მოაგვარებენ საკითხს კანონმდებლობის შესაბამისად. მოვითხოვთ, სასწრაფოდ მოხდეს რეაგირება, პრემიერ მინისტრმა და განათლების მინისტრმა მიიღონ შესაბამისი ზომები და ვიდრე პასუხი არ გაეცემა ყველა შეკითხვას, სკოლამ დროებით შეაჩეროს ფუნქციონირება", - აღნიშნა ხათუნა სამნიძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი