მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი რომის პაპის საქართველოში ვიზიტის გამო საპროტესტო აქციას მართავს
21-09-2016, 05:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისში ვატიკანის საელჩოსთან, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის ორგანიზებით, რომის პაპის საქართველოში ვიზიტის გამო საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

 

 

აქციაზე შეკრებილი არიან მღვდელმსახურები და მრევლი, რომლებსაც მიტანილი აქვთ ბანერები, სადაც პაპის საქართველოში ვიზიტს აპროტესტებენ.

 

 

აქციის მონაწილეებმა საპროტესტო აქციაზე პარაკლისიც გადაიხადეს.

 

 

„არ გვჭირდება რომის პაპის და კათოლიკური ეკლესიის ქადაგება“,-აცხადებენ აქციის მონაწილეები.

 

 

ტერიტორიაზე მობილიზებულია სამართალდამცველები.

 

 

რომის პაპი ფრანცისკე  მიმდინარე წლის 30 სექტემბერს საქართველოს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში, რომის პაპი საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს, სამოქალაქო სექტორისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს და ასირიულ-ქალდეური კათოლიკური თემის წარმომადგენლებს შეხვდება. 

       

 

1-ელ ოქტომბერს კი რომის პაპი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მესას აღავლენს, რის შემდეგაც ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში მღვდლებს და სხვა სასულიერო პირებს შეხვდება. აღნიშნულის შემდეგ რომის პაპი მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარს ეწვევა.

        

 

2 ოქტომბერს, კვირას დილით რომის პაპი ფრანცისკე თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გაცილების ცერემონიის შემდეგ ბაქოში ჩავა, სადაც „Salesian-ის ცენტრში“ მესას აღავლენს. ბაქოში ვიზიტის დროს, ის შეხვდება ქვეყნის პრეზიდენტს და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს. რომის პაპი ბაქოს 2 ოქტომბერსვე დატოვებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი