თამარ ჩუგოშვილი: ეს იყო კრიმინალი - 25 მაისს მე გავაკეთე აქციის გამართვის სამართლებრივი შეფასება და ამ შეფასებას ვიზიარებ დღესაც
21-09-2016, 06:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„დარბევის, ძალის გამოყენების, ადამიანების დასისხლიანების, მასობრივად დაკავების, მერე წამების და ა. შ. რაიმე მსგავსი უფლება ბუნებაში არ არსებობს“, - ასე უპასუხა "ქართული ოცნების" წევრმა, თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს, რომლებმაც შეახსენეს მის მიერ გაკეთებული განცხადება, რომელიც 26 მაისს გამართულ აქციას ეხებოდა და რომლის დაშლის სამართლებრივი საფუძვლებიც, მისი შეფასებით, არსებობდა.

 

 

„ეს იყო კრიმინალი, რა ზომაც და ფორმაც გამოიყენა სახელმწიფომ. ეს იყო ცალსახა კანონდარღვევა. რაც შეეხება აქციის გამართვას, 25 მაისს მე გავაკეთე სამართლებრივი შეფასება და ამ შეფასებას ვიზიარებ დღესაც. ასეთ შემთხვევაშიც კი არ შეიძლება ძალის გადამეტება, თუმცა სახელმწიფომ არა თუ ძალას გადაამეტა, არამედ ჩაიდინა ძალიან მძიმე დანაშაული და ამ დანაშაულისთვის პასუხი უნდა აგოს იმ პირებმა, ვისი ბრალიც არის“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

 

 

მისივე თქმით, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, რომელსაც იმ პერიოდში ხელმძღვანელობდა, იყო თითქმის ერთადერთი ორგანიზაცია, რომელმაც ძალიან დიდი შრომა გასწია და დაკავებულ და ნაწამებ ადამიანებს დაეხმარა.

 

 

კითხვაზე, რატომ გამოაქვეყნა პროკურატურამ 26 მაისის დარბევის ამსახველი ვიდეოკადრები წინასაარჩევნოდ, ჩუგოშვილმა აღნიშნა, რომ „არ იცის“.

 

 

„ვიდეო გამოძიების მიერ გავრცელდა მაშინ, როცა საჭიროდ ჩათვალა და მე ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, თუ როდის, რას თვლის გამოძიება საჭიროდ“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი