“მშვიდობის მემორანდუმი” არის სადღეგრძელო, რომელიც თქვა პრემიერ მინისტრმა და ახლა მეკითხებით ჭიქას მივუჭახუნებთ თუ არა? - აღნიშნული განცხადება მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ ე.წ. მშვიდობის მემორანდუმთან დაკავშირებით გააკეთა.
ხვიჩიას თქმით, მემორანდუმს მოაწერენ თუ არა ხელს, ამას კოალიცია გადაწყვეტს. მისი შეფასებით, წინასაარჩევნო გარემოს მშვიდობიანად ჩატარებაზე პასუხიმგებლობა ეკისრება მთლიანად ხელისუფლებას და ვერანაირი მემორანდუმი ამ პასუხისმგებლობას სხვა პარტიას ვერ გადაუნაწილებს.
"მე ისედაც მაქვს ჩემი მორალი, ჩვენს კოალიციას აქვს თავისი მორალი და ზუსტად ვიცით როგორ არ უნდა მოვიქცეთ ამ მორალის საწინააღმდეგოდ. თუ რომელიმე ადამიანი მოიქცევა ცუდად, ამაზე პასუხის დაკისრება, მოთხოვნა თუნდაც იმ პარტიაზე ვისი წევრიც არის ეს ადამიანი, იქნება აბსურდი. ამაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ხელისუფლებამ“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.