„რესპუბლიკური პარტია“ „ქართული ოცნების“ მიერ პარტიებისთვის შეთავაზებულ ე.წ. მშვიდობის მემორანდუმს შეუერთდა
21-09-2016, 06:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„რესპუბლიკური პარტია“ „ქართული ოცნების“ მიერ პარტიებისთვის შეთავაზებულ ე.წ. მშვიდობის მემორანდუმს შეუერთდა. მემორანდუმს ხელი სპეციალურ პრესკონფერენციაზე პარტიის ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა მოაწერა.

 

 

„მეოთხე დღეა ვიღებ კითხვებს, თუ რას ვაპირებთ მემორანდუმთან დაკავშირებით. ოთხი დღეა ვიმეორებ, მანახეთ მემორანდუმი, რომ ხელი მოვაწერო. „რესპუბლიკური პარტიისთვის“ სამართლიანი, თავისუფალი და არაძალადობრივი არჩევნები არის არა პიარაქცია, არამედ ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების კრედო. ასეთი არჩევნების გარეშე ჩატარებულ პროცესს შეუძლებელია არჩევნები ეწოდოს. ასეთი არჩევნები ამ ქვეყანაში წლების განმავლობაში ტარდებოდა, როდესაც არჩევნები არ იყო თავისუფალი, არ იყო სამართლიანი და არ იყო არაძალადობრივი. ჩვენ თავისუფალი არჩევნების მიმართულებით სერიოზული ნაბიჯები გადავდგით, რაც კოალიციაში შემავალი ყველა პარტიის მონაპოვარი იყო. ამ მონაპოვარს გაფრთხილება სჭირდება ყველას მხრიდან: - სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან, რომელთა ექსკლუზიური მოვალეობაა ძალადობის პრევენცია და დამნაშავეთა დასჯა. ამასობაში, პოლიტიკური ძალების მხრიდან ამ საკითხზე არ უნდა არსებობდეს არავითარი „მაგრამ“, „თუ“, „თუკი“, „გუშინ იმან ეს ქნა“, „გენდობი“, „არ გენდობი“ და ა. შ. ეს ის საკითხია, რაზეც ყველამ თამამად უნდა განვაცხადოთ, რომ ჩვენ ამ ქვეყანაში ძალადობრივი გზით ურთიერთგამკლავების ეპოქა დავასრულეთ“, - განაცხადა უსუფაშვილმა პრესკონფერენციაზე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი