თურქეთის გენერალური კონსული საქართველოში იასინ თემიზქანი აცხადებს, რომ ბათუმში თურქული სკოლის ოფიციალური გახსნა უახლოეს მომავალში იგეგმება.
მისივე თქმით, ოფიციალურ გახსნაში მონაწილებას მიიღებენ, როგორც საქართველოს მთავრობის კომპეტენტური პირები, ასევე, თურქეთის მხარე.
„ჩვენი პრიორიტეტია სკოლამ იფუნქციონიროს და ბავშვებმა მიიღონ განათლება. ეს არ იყო ოფიციალური გახსნა. ჩვენ უბრალოდ შევეცადეთ სასწავლო წლის დაწყებამდე მოგვესწრო, მაგრამ უახლოეს მომავალში იგეგმება სკოლის ოფიციალური გახსნა, რომელშიც მონაწილებას მიიღებენ, როგორც საქართველოს მთავრობის კომპეტენტური პირები, ასევე, თურქეთის მხარე. ჩვენი საელჩო თბილისში კავშირზე იყო, მუშაობდა ამ პროცესზე საქართველოს განათლების სამინისტროსთან. რა თქმა უნდა, იქნება ქართული ენის შესწავლა, ჩვენი მიზანია ამ სკოლის კურსდამთავრებულები სრულად ფლობდნენ ქართულ ენას და ასევე იცნობდნენ ადგილობრივ კულტურას, იმიტომ, რომ ამ ხალხმა უნდა შეასრულოს ერთგვარი ხიდის როლი თურქეთსა და საქართველოს საზოგადოებას შორის", - განაცხადა იასინ თემიზქანმა.
მისივე თქმით, შენობა აშენდა ქველმოქმედი ბიზნესმენის მიერ და თუკი, შენობის მშენებლობის პროცესში იყო ხარვეზები, გაირკვევა კომპანიის ხელმძღვანელებთან და საქართველოს შესაბამის უწყებებთან. კონსულმა ასევე აღნიშნა, რომ მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ პროცესში არ ყოფილან ჩართულები და ეს ცალკე საკითხია, რომელიც გასარკვევია.
კონსულის განცხადებით, თურქეთის საელჩო ყველა საკითხთან დაკავშირებით კონტაქტზეა საქართველოს განათლების სამინისტროსთან და თურქული მხარის მიზანია, სკოლის მოსწავლეები დაეუფლონ ქართულ ენას.
„2016 წლის 19 სექტემბერს გავხსენით თურქული სკოლა. ეს სკოლა ექვემდებარება თურქეთის საელჩოს თბილისში და მხოლოდ და მხოლოდ ემსახურება თურქეთის მოქალაქეებს. თურქეთის მოქალაქეების შვილებმა უნდა ისწავლონ ამ სკოლაში. 24 საკლასო ოთახია, 25 მასწავლებელთან ერთად დავიწყეთ სასწავლო პროცესი. პირველ ეტაპზე 170 მოსწავლეა, სკოლის გახსნასთან დაკავშირებით გარკვეულ პროცესს თვალყურს ადევნებდა თურქეთის საელჩო საქართველოს განათლების სამინისტროსთან ერთად. თურქეთს გააჩნია უამრავ ქვეყანაში სკოლები, რომლებიც თურქეთის განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაში ფუნქციონირებს. ჩვენ გავააქტიურეთ ჩვენი საქმიანობა ამ მიმართულებით, რომ საზღვარგარეთ ჩვენი სკოლების რაოდენობა გაზრდილიყო. აქედან გამომდინარე, მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობები ყველა სფეროში ღრმავდება და განათლების სფეროშიც გვინდა გავაღრმავოთ ურთიერთობა. ასევე შესაძლებელია, რომ მომავალში თურქეთში გაიხსნას ქართული სკოლები, რომელიც მოემსახურება ქართველებს. რა ბრძანებასაც საელჩო გასცემდა, იმ დოზით ვიყავით საქმეში ჩართული“, - აღნიშნა იასინ თემიზქანმა.
სკოლა, რომელიც თურქეთის მთავრობის მიერ არის დაფინანსებული, ბათუმში ორი დღის წინ გაიხსნა. გახსნის ღონისძიებას თურქეთის განათლების სამინისტროს, ასევე საქართველოში თურქეთის დიპლომატიური მისიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. არსებული ინფორმაციით, სკოლაში სწავლა ბათუმში მცხოვრები თურქი ოჯახების შვილებს შეეძლებათ. პედაგოგებიც თურქეთის მოქალაქეები იქნებიან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.