საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ოქრუაშვილი ეხმაურება „პატრიოტთა ალიანსის“ გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, მამუკა ნოზაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ირაკლი ოქრუაშვილის შტაბის წარმომადგენლებმა ამომრჩევლის მოსყიდვა სცადეს და მათ პროდუქტები გადასცეს.
„მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია. ამასწინათ ერთმა სოფლის ადვოკატმა, ინტრიგანმა ნოზაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომელიც სიმართლეს არ შეესაბამებოდა. 13 სექტემბრიდან ვიმყოფებოდი საავადმყოფოში და ამ ფაქტთან არანაირი შეხება არ მქონია, ისევე როგორც არც ერთ ჩემს წარმომადგენელს მსგავსი ფაქტი არ ჩაუდენია. ჩემი სახელით არავის არ გაუკეთებია მსგავსი რამ. თუ ვინმემ ეს გააკეთა შეგნებულად, რომ ჩვენს სახელს ჩრდილი მიაყენოს, ღმერთმა ხელი მოუმართოს“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ირაკლი ოქრუაშვილმა.
მაჟორიტარობის კანდიდატი გამოეხმაურა გორის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებასაც, რომლის მიხედვითაც ირაკლი ოქრუაშვილის მხარდამჭერებმა ქალაქში არსებული ყველა ის ადგილი აითვისეს, რომელიც სააგიტაციო მასალებისთვის იყო გამოყოფილი.
„ჭიქაში ატეხილი ქარიშხალი იყო ჩვენს პლაკატებთან დაკავშირებით და თქვენ თვითონ ნახეთ რა ხდება რეალურად. მეორე დღესვე მთელმა პოლიტიკურმა სპექტრმა ააჭრელა ქალაქი თავისი პლაკატებით, ისე, რომ ჩვენი პლაკატები გამოჩნდა მათთან შედარებით მიზერული“, - განაცხადა ოქრუაშვილმა.
მანვე მედიის წარმომადგენლებს ქალაქში გადაღებული ფოტომასალაც წარუდგინა, სადაც ერთ შემთხვევაში ოქრუაშვილის სააგიტაციო პლაკატებზე წითელი საღებავია შესხმული, მეორეგან კი მის საარჩევნო პლაკატებზე ზემოდან „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის საარჩევნო პლაკატებია გადაკრული.
„ამ პირველ შემთხვევაში ესაა „ნაციონალების“ გაკეთებული. მეორე შემთხვევაში კი შეგიძლიათ მითხრათ რა ჰქვია „ქართული ოცნების“ ამ საქციელს? ყოველივე ეს არის იმის ნიშანი, რომ ესენი არჩევნებს აგებენ. ხოლო რაც შეეხება აღნიშნული ფაქტების გასაჩივრებას, არ ვაპირებ მეც ზემოდან გადავაკრა პლაკატები და ასევე არ ვაპირებ ამ იაფასიან „ტრიუკებში“ ჩაბმას“, - განაცხადა გორის მუნიციპალიტეტში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ირაკლი ოქრუაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.