ილია ელოშვილი: კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ შესაძლოა გაიყიდოს
21-09-2016, 07:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ შესაძლოა გაიყიდოს და შესაძლებელია, რომ ჩვენი ბაზრიდან ყაზახები გავიდნენ. თუმცა, ეს არის ორ კერძო სუბიექტს შორის მოლაპარაკებები, ასე რომ, მე ზედმეტი კომენტარისგან თავს შევიკავებდი“,- განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა, ილია ელოშვილმა.

 

 

როგორც მან აღნიშნა, ყოველთვის მიესალმება კერძო გარიგებებს, თუ ხდება კანონიერად და წაადგება კომპანიას და ბიზნესს.

 

 

ილია ელოშვილმა ასევე განაცხადა, რომ კომპანიის შესაძლო გაყიდვის შესახებ გადაწყვეტილება პირდაპირ კავშირში არ არის სემეკ-ის მიერ დანიშნულ დროებით მმართველთან.

 

 

„თუმცა, იმ გადაწყვეტილებამ, რაც დღესდღეობით გაჟღერდა, რომ შესაძლოა კომპანია გაიყიდოს, არააქტუალური გახადა ამ თემაზე მუშაობა, რადგან თუ კომპანია გაიყიდა, ეს ნიშნავს, რომ თავისთავად იქ აღარ იქნება დროებითი მმართველი, დაველოდოთ როგორ განვითარდება მოვლენები და შესაბამისად ვიმოქმედებთ“, - განაცხადა ილია ელოშვილმა და დასძინა, რომ იმ დავალიანების ნაწილი, რომელიც „ყაზტრანსგაზ-თბილისს“ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის, ასევე ფინანსთა სამინისტროს მიმართ გააჩნია, გადახდილია დროებითი მმართველის პირობებში, თუმცა, დარჩენილია დავალიანება, განსაკუთრებით კი ძირი.

 

 

„ჩვენ ამაზე გვექნება მოლაპარაკება ახალ მფლობელთან, თუ კომპანიის გასხვისება მოხდება“, - განაცხადა ილია ელოშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი