ცაგერში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი შენდება
21-09-2016, 08:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ცაგერში ახალი, მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი შენდება, ასევე მიმდინარეობს საფეხბურთო მოედნის აღდგენა. სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, ცაგერის ფეხბურთის მოედნის ზომა შეესაბამება უეფა-ს მიერ მოთხოვნილ სტანდარტებს, რაც საშუალებას იძლევა სტადიონის რეკონსტრუქციის შემდეგ აქ საერთაშორისო ეგიდით გასამართი მატჩებიც ჩატარდეს სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიებში. კომპლექსი ასევე უმასპინძლებს საქართველოს შიდა პირველობების მატჩებს.

 

 

სტადიონის რეაბილიტაცია ადგილობრივი ხელისუფლებისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა ერთობლივი ძალისხმევით ხორციელდება, ხოლო მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსი რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით შენდება.

 


ცაგერსა და ლენტეხს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი, ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტთან ერთად ესტუმრა და რეგიონში სპორტული ინფრასტრუქტურის მდგომარეობას გაეცნო და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად რეგიონში სპორტის განვითარების სამომავლო გეგმები დასახა.

 

 

მასობრივი სპორტის განვითარების ფარგლებში ტარიელ ხეჩიკაშვილმა ცაგერსა და ლენტეხში სპორტსმენებს სპორტული ინვენტარი გადასცა: რაგბის, ფეხბურთის, ფრენბურთის და კალათბურთის ფორმები და ბურთები, მოკრივეთა აღჭურვილობა, ძიუდოს და ქართული ჭიდაობის საჭიდაო ფორმები.

 


1 სექტემბრიდან ცაგერის მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი სოფლების სპორტის მასწავლებლები და მწვრთნელები, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსგან ხელფასზე დანამატის სახით 50-70 ლარს იღებენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი