”თავისუფალი დემოკრატები” ე.წ. მშვიდობის მემორანდუმს ხელს მოაწერს
21-09-2016, 09:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პოლიტიუკური გაერთიანება ”თავისუფალი დემოკრატები” ე.წ. მშვიდობის დოკუმენტს ხელს მოაწერს, თუმცა ირაკლი ალასანია მიიჩნევს, რომ მმართველი პარტიის დოკუმენტი "ძალიან სუსტია".

 


”ძალიან სუსტი დოკუმენტია. ამ დოკუმენტში აბსოლუტურად არ არის აღწერილი, თუ რა პასუხისმგებლობა აქვს მმართველ გუნდს პროცესების მშვიდობიან მართვაზე. ჩვენ თვითონ ვიყავით ინიციატორები პარლამენტში ასეთი დეკლარაციის. ის უფრო ყოვლისმომცველი იყო. მინდა შევახსენო ხელისუფლებას, რომ მათი ვალდებულებაა, სამართლიანად ჩატარდეს არჩევნები”, - განაცხადა ალასანიამ.

 


„ქართულმა ოცნებამ“ ე.წ. მშვიდობის მემორანდუმი გამოაქვეყნა. მმართველი გუნდის მიერ პოლიტიკური პარტიებისთვის შეთავაზებული მემორანდუმის მიხედვით, არჩევნებში მონაწილე სუბიექტები თანხმდებიან, რომ უზრუნველყოფენ მათი აქტივისტების დისტანცირებას სხვა პარტიების მიერ ან მის მხარდასაჭერად გამართული აქციისგან, შეხვედრისგან ან სხვა მსგავსი სახის ღონისძიებისგან და მიიღებენ ყველა ზომას, რათა არ დაუშვან მათი აქტივისტების მხრიდან სხვა საარჩევნო სუბიექტის მიერ გამართული ღონისძიების ხელშეშლა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი