"რესპუბლიკური პარტიის" ლიდერი, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ საქართვგელოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს და ყოფილ პრემიერ მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს შორის მსგავსებაა და მათ, სახელმწიფოს განვითარების ერთნაირი ხედვა აღმოაჩნდათ, - ამის შესახებ უსუფაშვილმა”რუსთავი 2”-თან საუბრისას განაცხადა.
”ჩვენ დავიწყეთ სრულიად სხვა სახელმწიფოს მშენებლობა, როცა ამ ოთხი წლის განმავლობაში ძალიან ბევრ რეფორმას ვატარებდით, მაგრამ ბოლო მომენტში და, მე არ ვიცი რა მიზეზებიდან და წანამძღვრებიდან გამომდინარე, დავინახე იგივე, რაც 2004 წლის გაზაფხულზე: აღარ გვინდა პარტიები, გააუქმეთ პარტიები და ინდივიდუალურად შემოდით; პარლამენტში საჭიროა საკონსტიტუციო უმრავლესობა ერთი ძალის ხელში და არ გვჭირდება სხვა არანაირი ძალა და პოლიტიკური ხედვა; ჩვენ ქვეყანაში გვაქვს სხვა უფრო მნიშვნელოვანი ამოცანები, ვიდრე არის დემოკრატიული სისტემა და მრავალპარტიული პარლამენტი. ეროვნული ლიდერობიდან მიხეილ სააკაშვილიც და ახლა უკვე ბიძინა ივანიშვილი ერთი კონკრეტული ძალის ლიდერობამდე ჩამოლაბორანტდნენ. აი, ამ ნაწილში არის მსგავსება და მინდა, 8 ოქტომბრის შემდეგ გაცილებით განსხვავებული ქვეყანა ვიხილო, სადაც იქნება მრავალპარტიული პარლამენტი და სადაც ყველა პოლიტიკურ ძალას პარლამენტში თავისი ადგილი ექნება”, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა და დაამატა, რომ ”პარლამენტში ერთი-ერთზე დატოვებული ”ქართული ოცნება” და ”ნაციონალური მოძრაობა” "სერიოზული ხიფათი" იქნება ქვეყნისათვის.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.