ალექსანდრე ჯეჯელავა: ფაქტი, რომ ბათუმში თურქული სკოლის მშენებლობის ნებართვა არ ყოფილა გაცემული, აბსოლუტურად მიუღებელი და დაუჯერებელია
21-09-2016, 10:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, ფაქტი, რომ ბათუმში თურქული სკოლის მშენებლობის ნებართვა არ ყოფილა გაცემული, აბსოლუტურად მიუღებელი და დაუჯერებელია.

 


მისივე თქმით, კანონდარღვევით "სკოლის კი არა, საერთოდ არაფრის მშენებლობა და გახსნა არ უნდა მოხდეს" და ეს "ეთიკის, ჩვენი და თურქი ხალხის მეგობრობის კონტექსტშიც შეიძლება ვთქვათ, რომ არასწორია".

 


„თურქეთის საელჩოს ჩვენთან ჰქონდა კომუნიკაცია, რომ სკოლის გახსნის სურვილი ჰქონდათ, ჩვენ მათ მოვუწოდეთ, რომ ამ სკოლას ქართული კანონმდებლობით გაევლო ავტორიზაცია, ყოფილიყო ქართული სკოლა, ამაზე პრინციპში შეთანხმებას მივაღწიეთ. ჩვენ ვაპირებდით, რომ ეს სკოლა ყოფილიყო ქართული კანონმდებლობით ავტორიზებული და სრულფასოვანი საგანმანათლებლო დაწესებულება.

 


ფაქტი, რომ თურმე მშენებლობის ნებართვა არ ყოფილა გაცემული, აბსოლუტურად მიუღებელი და დაუჯერებელია. კანონდარღვევით სკოლის კი არა, საერთოდ არაფრის მშენებლობა და გახსნა არ უნდა მოხდეს, მითუმეტეს, სკოლის. ამიტომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა აბსოლუტურად უფლებამოსილია კანონის ფარგლებში იმოქმედოს.

 


ასევე ჩემთვის ძალიან მიუღებელია, რომ სკოლის მესვეურებმა გადაწყვიტეს არ დაეპატიჟათ განათლების სამინისტროს არც თბილისის, არც ადგილობრივი წარმომადგენელი ან ხელისუფლების წარმომადგენლები.

 


ეს არ არის ისე, როგორც ზოგადად საქმე კეთდება. ეთიკის, ჩვენი და თურქი ხალხის მეგობრობის კონტექსტშიც შეიძლება ვთქვათ, რომ არასწორია. მიუხედავად ყველაფრისა, მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამას მოვაგვარებთ. თურქეთის დიპლომატიურ კორპუსთან და თურქეთის სახელმწიფოსთან ძალიან კარგი და მეგობრული ურთიერთობა გვაქვს.

 


დარწმუნებული ვარ, საბოლოო ჯამში ჩვენ ამ სირთულეს გადავლახავთ და მივიღებთ ქართული კანონმდებლობით სრულად აკრედიტებულ სასწავლო დაწესებულებას“, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

 


განათლების მინისტრმა დაადასტურა, რომ ბათუმში გახსნილი თურქული სკოლა საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ ავტორიზებული არ არის, თუმცა დასძინა, რომ საქართველოში ასეთი არაერთი სკოლაა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი