საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის, მიხეილ ჯანელიძის შეფასებით, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას პრემიერმა წარმოაჩინა საქართველო, როგორც ღირებული პარტნიორი საერთაშორისო საზოგადოებისა და რეგიონისთვის.
მიხეილ ჯანელიძის თქმით, წლევანდელი გენერალური ასამბლეის დებატები უნდა შეფასდეს, როგორც ძალიან წარმატებული საქართველოსთვის, რადგან გაიმართა ორი ძალიან მაღალი დონის შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც საქართველომ აიღო კოორდინაცია გაერო-ს განვითარების პროგრამის მნიშვნელოვან დეტალებზე.
”პრემიერ მინისტრმა შეაფასა, როგორც გაწეული საქმიანობა და ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული რეფორმები, ასევე იგი შეეხო საკითხებს, ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში, იმ მდგომარეობას, რომელიც დღეს არის და გამოწვეულია იმ ოკუპაციით და პოლიტიკით, რომელსაც რუსეთი ახორციელებს, ლტოლვილების და იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებას, რომ დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რათა მაქსიმალურად იქნას მობილიზებული საერთაშორისო მხარდაჭერა ამ პრობლემების მოსაგვარებლად, ასევე აქცენტები გაკეთდა ადამიანის უფლებებზე, რეფორმებზე, რომელიც დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბების კუთხით გატარდა და ასევე აქცენტი გაკეთდა არჩევნებზე, რომელიც არის ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი არჩევნები, რომელიც ხაზს უსვამს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და იმ პროცესს, რომელიც ჩვენ გვაახლოვებს ჩვენს მიზნებთან და ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან. ასევე ვისაუბრეთ ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკაზე”, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.