უახლოეს თვეებში მთავრობა პრივატიზებიდან 300-350 მილიონი დოლარის მობილიზებას გეგმავს
25-02-2015, 05:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ეროვნული ბანკის ყოფილი შენობა, ეკონომიკის სამინისტროს მოქმედი შენობა, ბობოყვათის რეზიდენცია, წყნეთის სამთავრობო აგარაკების ტერიტორია, თბოელექტროსადგური, ლატარიის კომპანია, ესაა იმ ობიექტების ჩამონათვალი, რომელსაც საქართველოს მთავრობა საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაში შეიტანს. "მარტო ამ ობიექტებით ჩვენ ვფიქრობთ, რომ ორი-სამი თვის პერიოდში შევძლებთ დაახლოებით 300-350 მილიონი დოლარის მობილიზებას", განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბიზნესმენთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

 

ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილი ბიზნესმენებთან შეხვედრას აფასებს, როგორც კონსტრუქციულს. ეკონომიკის მინისტრის თქმით, ბიზნესის წარმომადგენლებთან საუბარი იყო იმ გეგმებზე, რომელიც ხორციელდება და უახლოეს დღეებში განხორციელდება, რათა დაბალანსდეს სავალუტო დისბალანსი და საშუალოვადიან პერსპექტივაში სიტუაცია გამოსწორდეს.

 

 

"ყველანაირი საფუძველი გვაქვს, ვიფიქროთ, რომ ეს ასე მოხდება. ჩვენ წარვუდგინეთ მათ ჩვენი ნაბიჯების ჩამონათვალი. წარვადგინეთ კონკრეტული საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხა. უკვე დარბაზშივე გამოითქვა სურვილი რამდენიმე ობიექტთან დაკავშირებით, რაც ნიშნავს, რომ ეს არის აბსოლუტურად რეალისტური ინვესტიციები. მარტო ამ ობიექტებით ჩვენ ვფიქრობთ, რომ ორი-სამი თვის პერიოდში შევძლებთ დაახლოებით 300-350 მილიონი დოლარის მობილიზებას. ამას გარდა, ჩვენ გვექნება ძალიან სერიოზული ნაბიჯები საკანონმდებლო კუთხით ბიზნესისადმი და ინვესტიციებისადმი ხელშეწყობის მიმართულებით, რასაც ალბათ უახლოეს დღეებში პრემიერ-მინისტრი გააჟღერებს", განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

 

რაც შეეხება საპრივატიზაციო ობიექტებს, მისი თქმით, ჩამინათვალი დიდია. როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, ეს არის ეროვნული ბანკის ყოფილი შენობა, ეკონომიკის სამინისტროს მოქმედი შენობა, (მინისტრი ამბობს, რომ არის საშუალება, მათ გამოიცვალონ ადგილი და აშენდეს სასტუმრო დანიშნულების ობიექტი); არის ბობოყვათის რეზიდენცია, წყნეთის სამთავრობო აგარაკების ტერიტორია, თბოელექტროსადგური, ლატარიის კომპანია, რომლის ლიცენზიაზე გამოტანაც უახლოეს დღეებში იგეგმება და ა. შ.

 

 

"ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი ჩამონათვალი ობიექტების, რომელიც ლარის კურსს ძალიან მნიშვნელოვნად დაასტაბილურებს. ჩვენ ველოდებით, რომ ეს კურსი შეიძლება გამყარებისკენ წავიდეს ამ ქმედებების განხორციელების შედეგად, ამიტომ ვფიქრობ, რომ გვაქვს საფუძველი ვიყოთ რეალისტები, ფრთხილად ოპტიმისტები, ალბათ იქიდან გამომდინარე, რომ ეს აუცილებლად გამოიღებს შედეგებს", განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი