გიორგი კვირიკაშვილი ნიუ-იორკში დონალდ ტუსკსა და ფედერიკა მოგერინის შეხვდა
22-09-2016, 01:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ევროკავშირი საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას მხარს უჭერს, - აღნიშნული საქართველოს პრემიერ მინისტრს ნიუ იორკში გაამრთულ შეხვედრაზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკომისიის ვიცე პრეზიდენტმა, ფედერიკა მოგერინიმ კიდევ ერთხელ დაუდასტურეს.

 


მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი კვირიკაშვილმა მათ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება, ბოლო წლების განმავლობაში ევროკავშირთან ურთიერთობის დინამიკურ განვითარებას მიესალმება.

 


პრემიერ მინისტრის განცხადებით, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანი შეუქცევადია, ხოლო ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციისადმი ერთგულებას, ასოცირების შეთანხმების ეფექტური იმპლემენტაციის პროცესიც ადასტურებს.

 


ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, საქართველოში განხორციელებული დემოკრატიული რეფორმები დადებითად შეაფასეს.

 


საუბარი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებსაც შეეხო. პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება უზრუნველყოფს არჩევნების საერთაშორისო, დემოკრატიული, სტანდარტების შესაბამისად ჩატარებას და, პროცესის მაქსიმალური გამჭვირვალობის მიზნით, არჩევნებზე რაც შეიძლება მეტ საერთაშორისო დამკვირვებელს იწვევს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი