გარდაბანში დაცვის პოლიციის ახალი ადმინისტრაციული შენობა გაიხსნა
22-09-2016, 02:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა გარდაბანში დაცვის პოლიციის ახალი ადმინისტრაციული შენობა გახსნა, რომელშიც 250-მდე თანამშრომელი იმუშავებს.

 


"შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს გარდაბნის განყოფილების ერთსართულიან, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის, უახლესი ტექნიკითა და ინვენტარით აღჭურვილ შენობაში ოპერატიული რეაგირების და რკინიგზის ობიექტების დაცვის ჯგუფები განთავსდებიან. გარდაბნის მუნიციპალიტეტში დაცვის პოლიცია 70-მდე ობიექტის დაცვას უზრუნველყოფს.

 


შინაგან საქმეთა სამინისტრო, პოლიციელთათვის სამუშაო გარემოს გაუმჯობესების მიზნით, ახალი შენობების მშენებლობა-რეაბილიტაციასა და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას აქტიურად განაგრძობს.

 

 

2016-2017 წლებში დაცვის პოლიციის ახალი შენობების აშენება იგეგმება თერჯოლაში, ჭიათურასა და თბილისში, ხოლო გურჯაანში, მესტიასა და ხაშურში ძველი შენობების რეაბილიტაცია მოხდება", - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი