პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი: არ ხართ ვალდებული გასცეთ მონაცემები და არავის აქვს უფლება გაიძულოთ მათი გამჟღავნება
22-09-2016, 02:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი მოქალაქეებს ამომრჩევლის პერსონალური მონაცემების შეგროვების საკითხის შესახებ რეკომენდაციებით მიმართავს.

 

 

როგორც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის განცხადებაშია აღნიშნული,  რომ არავინაა ვალდებული გასცეს მონაცემები და არავის აქვს უფლება მათი გამჟღავნება ვინმეს აიძულოს.

 

 

„არჩევნების მოახლოვებასთან ერთად ამომრჩევლის პერსონალური მონაცემების შეგროვების საკითხი სულ უფრო აქტუალური ხდება. მოქალაქეები საუბრობენ იმაზე, რომ მათგან სხვადასხვა პირები პერსონალური მონაცემების მოპოვებას ცდილობენ, ეკითხებიან პირად ნომერს, ასაკს, სთხოვენ ხელმოწერას სხვადასხვა დოკუმენტზე ან იმის თქმას, თუ ვის აძლევენ ხმას.

 

 

თუ ასეთი თხოვნით თქვენც მოგმართეს, იცოდეთ, რომ, არ ხართ ვალდებული გასცეთ მონაცემები და არავის აქვს უფლება გაიძულოთ მათი გამჟღავნება. თქვენი არჩევანია, მიაწვდით თუ არა ვინმეს თქვენ შესახებ ინფორმაციას და რა მოცულობით. ამ გადაწყვეტილების მიღებისას, კი მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ:

 

 

• ინფორმაციის გაცემამდე გაქვთ უფლება მოითხოვოთ განმარტება, ვინ და რა მიზნით აგროვებს თქვენს მონაცემებს და რისთვის აპირებს მომავალში მათ გამოყენებას;

 

• თუ დოკუმენტზე ხელმოწერას გთხოვენ, თქვენ გაქვთ უფლება გაეცნოთ სრული ტექსტს და შესაბამისად მიიღოთ გადაწყვეტილება;

 

• თქვენ გაქვთ უფლება არ გაამჟღავნოთ ოჯახის წევრებისა და ახლობლების მონაცემები მათთან შეთანხმების გარეშე.

 

 

• თუ მიიჩნევთ, რომ თქვენი მონაცემები შეიძლება უკანონოდ გამოიყენონ, დაგვიკავშირდით: თბილისი ვაჩნაძის ქუჩა #7, ტელ:2 42 1000, ელ-ფოსტა office@pdp.ge“,-ნათქვამია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის განცხადებაში.

 

 

გუშინ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ (საია) თავმჯდომარემ, ანა ნაცვლიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მათთვის ცნობილი გახდა, რომ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები მიდიან მოქალაქეებთან და პირადი მონაცემების გაცემას სთხოვენ, თუმცა არანაირ განმარტებას არ აკეთებენ, რისთვის სჭირდებათ პერსონალური ინფორმაცია.    

 

 

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ მოქალაქეებს მოუწოდებს, არ გასცენ საკუთარი პირადი მონაცემები და განმარტავს, რომ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს ან საჯარო მოხელეებს არ აქვთ უფლება მოქალაქეს ამგვარი ინფორმაციის გაცემა აიძულონ.    

 

 

„ყველაზე მოწყვლადი ჯგუფები არიან დევნილები და სოციალურად დაუცველები, რომელთაც აქვთ შიში, რომ თუ პირად მონაცემებს არ გასცემენ, მათ შეიძლება სოციალური დახმარება მოუხსნან. მოქალაქეს აქვს უფლება, ასეთი ინფორმაცია არ გასცეს და ვერავითარ შემთხვევაში მათ დახმარებას ვერავინ შეუწყვეტს",- აღნიშნა ნაცვლიშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი