სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებულ გოდერძი თევზაძეს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.
ომბუდსმენის აპარატის ცნობით, ნანუაშვილმა ბრალდებული მოინახულა და საქმის დეტალები პირადად მოისმინა.
”უჩა ნანუაშვილმა ქუთაისის N2 პენიტენციურ დაწესებულებაში დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეში ბრალდებული გოდერძი თევზაძე მონახულა. სახალხო დამცველმა პირადად ბრალდებულისგან მოისმინა საქმის დეტალები. გოდერძი თევზაძე თავს დამნაშავედ არ სცნობს და შიმშილობას განაგრძობს. უჩა ნანუაშვილმა ბრალდებულს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი განაგრძობს გოდერძი თევზაძის საქმის შესწავლას და ამ საკითხთან დაკავშირებით სასამართლო პროცესებზე დასწრებასაც გეგმავს”, - ნათქვამია განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.