საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტის გიორგი ჭირაქაძის განცხადებით, ლარის დღევანდელი კურსი არაადეკვატურია და ის აუცილებლად დასტაბილურდება.
მისი შეფასებით, გარე შოკებთან შედარებით ლართან დაკავშირებით ატეხილი აჟიოტაჟი არაადეკვატურია. ჭირაქაძე ვარაუდობს, რომ მოკლე ვადაში ლარის კურსი შესაძლოა დოლართან მიმართებაში 1.90-2.00 გახდეს. თუმცა მომავალში იგივე რომ არ განმეორდეს, ხელისუფლებამ სწორი და სწრაფი ნაბიჯები უნდა გადადგას.
“ძალიან ბევრი რესურსია ხელისუფლებაში რომ სიტუაცია მალე გამოსწორდეს და დასტაბილურდეს. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ უფრო სწრაფი ნაბიჯები იქნას გადადგმული, უფრო მეტი კომუნიკაცია იყოს ბიზნესთან, განსაკუთრებით კრიზისული სიტუაციების დროს. დღეს რა მდგომარეობაცაა ყველამ ვიცით, პანიკური სიტუაციაა, რომელიც რეალობას არ შეესაბამება. ხელისუფლების მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანია აქტიური ნაბიჯების გადადგმა, რომ ეს სიტუაცია მოგვარდეს. ლარის დღევანდელი კურსი არაადეკავატურია და ის ნამდვილად დაიწყებს გამყარებას. აქედან გამომდინარე, არ მიმაჩნია სწორად ლარის გადახურდავება დოლარში შექმნილი ვითარების გამო”, – განაცხადა ჭირაქაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.