პოლიტიკაში მოსვლის პირველივე დღიდან მე ვაცხადებდი, რომ ნიურნბერგის პროცესი საქართველოში არ უნდა შედგეს. ის, რომ უკმაყოფილება საზოგადოებაში არსებობს, არა დასჯილთა რაოდენობაა, არამედ ის, რომ "ნაციონალური მოძრაობა" აგრძელებს იგივე მეთოდებს, - აღნიშნული განცხადება საქართველოს ყოფილმა პრემიერ მინსიტრმა, ბიძინა ივანიშვილმა კახეთში, რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას, 26 მაისის საქმეზე გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით გააკეთა.
კითხვაზე, რატომ არ არიან ადამიანები, რომლებიც 26 მაისის აქციაში ძალადობდნენ, დასჯილნი, ივანიშვილი პასუხობს, რომ ძალადობა იყო მათი იარაღი და შერჩათ კიდეც მათ საუბრის და სიცრუის დონეზე, აგრესიული გამონათქვამებისა და თეთრზე შავის მტკიცების დონეზე.
"დღეს ისევ აგრძელებენ ამას და დღეს, კრიმინალები მიგვანიშნებენ წესრიგს. გუშინ, თბილისში ვარაზისხევზე ავდიოდი და ვნახე რეკლამა - მელია და ხოშტარია. ერთად ჰპირდებიან საქართველოს მოსახლეობას, ნახეთ როგორ დახვეწილი აქვთ სიცრუის ტირაჟირება. 50 ლარი, პრინციპში რეალისტურია, მაგრამ 45 000 სამუაო ადგილს როგორ შექმნიან გაუგებარია. მესამე ეწერათ საოცრება - ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციას ჰპირდებიან. მე პირდაპირ ხოშტარიასა და მელიაზე არ მინდა ვთქვა, მაგრამ მათი პარტიის წევრებიდან ძალიან ბევრი კრიმინალი იყო. პოლიტიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციას ჰპირდებიან საქართველოს მოსახლეობას, ეს არის ის აგრესია, რაც აუტანელი და მიუღებელია საზოგადოებისთვის. ჩნდება ისევ განცდა რომ ვერ დაისაჯნენ, მათ პასუხი ვერ აგეს. როგორ წარმოგიდგენიათ, როგორი იყო მაშინდელი ეკონომიკა, როგორ იმართებოდა ბიუჯეტი ერთი ჯიბიდან, როგორი დამოკიდებულება იყო ფინანსებთან, ბიზნესთან, შევდიოდით ყველაზე მაფიოზურ სახელმწიფოებში... კრიმინალები გვასწავლიან წესრიგს და მორალს გვიკითხავენ, მაგრამ ჩვენი საზოგადოება არ არის ასეთი გამოთაყვანებული, რომ ეს დაიჯეროს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.