ყოფილი პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ გაბედავს პროვოკაციის ან რევოლუციის მოწყობას, „რაც არ მომხდარა, შეიძლება ის მიიღონ“.
ამის შესახებ ყოფილმა პრემიერმა კახეთში, მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
„ის ხმები რაც მოდის, რომ ფიქრობენ ისევ რევოლუციის მოხდენას და რესურსი არ აქვთ, აქვე ვაწყნარებ მოსახლეობას, მათვე მივანიშნებ და მოსახლეობასაც შევახსენებ, რომ თუ ისინი მართლაც გაბედავენ რამეს და სერიოზულ პროვოკაციას მოახერხებენ, რაც არ მომხდარა შეიძლება ის მიიღონ. შეიძლება, მოსახლეობას ჩვენ წინ ვეღარ დავუდგეთ და მოგვიწიოს მთლიანად ამ პარტიაზე საუბარი, რაც იქნება ძალიან ცუდი და ძალიან მძიმე. ცუდი იქნება ქვეყნის იმიჯისთვის და ძალიან მძიმე იქნება მათთვის. მე არ ვარ ამის მომხრე, ამას პირობითად ვამბობ. ესენი ჩვენი თანამოქალაქეები არიან. კაცისმკვლელებშიც კი საზოგადოება ცდილობს დაუბრუნოს ის, რაც პოზიტიურია ადამიანში და საზოგადოების სამსახურში ჩააყენონ. ის, რომ ადამიანი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი იყო და დავსაჯოთ ამ მიმართულებით წასვლა არ გვაწყობს საზოგადოება ქვეყანას და მის განვითარებას“,-განაცხადა ივანიშვილმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ „ნაციონალურ მოძრაობის“ წარმომადგენლების, ნიკა მელიას და ელენე ხოშტარიას დაპირება საქართველოს ეკონომიკური დანაშაულების დეკრიმინალიზაციას შესახებ, აღაშფოთებს საზოგადოებას.
„ვინც ვერ ახერხებს შეფასებას, არ ყოფნის ანალიზის უნარი და ჯიუტად უსმენს ისევ „ნაციონალურ მოძრაობას“, საერთაშორისო შეფასებებს მაინც გადახედონ. ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციას ჰპირდება მელია და ხოშტარია საზოგადოებას. აი, ეს არის ის აგრესია, რაც საზოგადოებაში შემორჩა და რა გაკეთდა რეალურად გავაკეთოთ ანალიზი: ყოფილი პრეზიდენტი, მთავარი პროკურორი დევნაშია, პრემიერ მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი და ქალაქის მერი ციხეშია, უმარავი კიდევ დევნაშია და გაასწრეს. რატომ გაასწრეს და როგორ გაასწრეს?! - ამის პასუხს ახალი ხელისუფლებისგან ითხოვენ, როდესაც ახალ ხელისუფლებას სასამართლო ისევ კუბლაშვილის დახვდა და პროკურატურაში ისევ ძველი თანამშრომლები დახვდნენ. არის ისევ შეკითხვები შემორჩნენ თუ არა თანამშრომლები იქ, ვინც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს მუშაობდნენ პოლიციაში თუ პროკურატურაში?! პროკურატურაში ძალიან მცირე შემორჩა, პოლიციაშიც ალბათ არიან.
თუ თქვენ ერთ პრეცენდენტს მაინც დამისახელებთ მსგავს, რომ ამდენი მაღალი რანგის ჩინოვნიკი დასჯილიყოს ქვეყანაში, ამ დროს ევროპაც და მსოფლიოც, მთლიანად ჩვენი ძირითადი პარტნიორიც აშშ-ც აბსოლუტურად დემოკრატიული მიმართულებით აფასებენ საქართველოს განვითარების პროგრესს. დემოკრატიული ინსტიტუტების ღირებულებების მხრივ ნახტომები გავაკეთეთ 4 წლის განმვლობაში. მე ვამბობ საერთაშორისო შეფასებებს და არა შიდა შეფასებებს, თუმცა შიგნითაც ნახეთ, რა პრობლემაა დღეს?! - ადამიანის უფლებები, ვინმეს კერძო ქონებას შეიძლება ვინმე შეეხოს, ვინმე ტყუილად დაიჭირონ და მოკლან, ციხეში აწამონ და ტუბერკულოზი დამართონ?! რა ხდებოდა ქვეყანაში და სად მოვედით, როგორი ნახტომი გავაკეთეთ“,-განაცხადა ყოფილმა პრემიერმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.