ძალიან ბევრი საყვარელი მინისტრი მყავს, - განაცხდა საქართველოს ყოფილმა პრემიერ მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა კახეთში, რეგიონულ მედიასთან შეხვედრის დროს.
კითხვაზე, თუ ვინ არიან ყოფილი პრემიერის ფავორიტი მინისტრები, ივანიშვილი პასუხობს:
"ნახეთ, როგორ მუშაობს თუნდაც ქუმსიშვილი, სერგეენკო, თუ გინდა კალაძე, თეა წულუკიანი. ჩამოუთვლელი დამრჩება ბევრი და ნაწყენები დამრჩებიან. ეს მინისტრები პირველ რიგში, იცავენ სტანდარტებს. სოზარ სუბარი - კიდევ ბევრის დასახელება შემიძლია და მათ შორის, ახალი მინსტრებიც ძალიან ეფექტურები არიან. როდესაც ეკონომიკა 4-5-ჯერ ჩამორჩება სხვა ქვეყნების ეკონომიკას და ჩვენ თავისუფლად ვმოგზაურობთ, მართალია, ვიზა-ლიბერალიზაცია არ მიგვიღია, მაგრამ დღეს საშუალო ქართველიც მოგზაურობს თავისუფლად ევროპაში. ხედავენ როგორც ცხოვრობენ იქ და რა თქმა უნდა, უკმაყოფილოები არიან. ადამიანს ძალიან უჭირს საკუთარი თავის დადანაშაულება. ეს ერთ-ერთი ჩვენი თვისებაცაა. ძნელია ადამიანს პერსპექტივაზე ესაუბრო რომ გამოგყვეს, როდესაც გვერდით ხედავს უკეთ ცხოვრობენ, სახლში მოდის და ნერვები ეშლება. დამნაშავე ვინ არის? ყველაზე იოლია - აი, მთავრობა, კვირიკაშვილი. მაგათი ბრალია, რომ მე ასე ვარ. შეხედეთ რეგიონში რამდენი კონფლიქტია, იქ ზოგან ჩვენზე უარესად ცხოვრობენ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.