ბიძინა ივანიშვილი პაატა ბურჭულაძეზე: მომღერალი მოგვივიდა და ნახეთ რა ფოკუსებს გვიტარებს პოლიტიკაში
22-09-2016, 04:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ყოფილი პრემიერ მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, სამწუხაროდ, „ქართულ ოცნებას“ ალტერნატივა არ აქვს.

 

 

ამის შესახებ ყოფილმა პრემიერმა კახეთში, მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

 

 

ივანიშვილის თქმით, იმიტომ რომ პარლამენტი მრავალპარტიული იყოს, ამის გამო ის მოსახლეობას ვერ მოუწოდებს, რომ ხმა მისცენ „ლეიბორისტებს“, „რესპუბლიკელებს“ და პაატა ბურჭულაძის პარტიას.

 

 

„სამწუხაროდ, არჩევანი გვაქვს ძალიან მწირი, ისევე როგორი მწირი ეკონომიკაც გვაქვს ჩვენ დღეს, ყველა დანარჩენი საზოგადოების ნაწილი შესატყვისობაშია ამ ეკონომიკასთან, შესატყვისობაშია მედია, როგორ უჭირს რეგიონულ მედიას განსაკუთრებით, ხელოვნების მუშაკებს ძალიან უჭირთ, პოლიტიკაშიც ასეთივე სიმწირეა.

 

 

არჩევანი არის ძალიან ცოტა. დღეს „ქართულ ოცნებას“ ალტერნატივა არ აქვს. იმიტომ რომ იყოს მრავალპარტიული და იყოს კოალიციური მთავრობა და ამისთვის ვთქვათ ნათელაშვილს შევუძღვეთ და გინდაც „რესპუბლიკელებს, რომლებმაც ძალიან ცუდი პარტნიორობა აჩვენეს, რომელთაც პრეტენზია აქვთ და ასევე შევუძღვეთ ახალ პარტიას, მომღერალი მოგვივიდა და ნახეთ რა ფოკუსებს გვიტარებს პოლიტიკაში, პაატა ბურჭულაძე მაქვს მხედველობაში, იმიტომ რომ მრავალპარტიულობის მოსურნეა ივანიშვილი და მოუწოდოს, რომ ესენიც არ არიან ცუდი ბიჭები, ცოტა ბურჭულაძეს მიეცით, ცოტა „რესპებს“ მიეცით, ცოტა „ლეიბორისტებს“ მიეცით და ამით ქვეყანა აყვავდება, არ არის სამწუხაროდ ასე.

 

 

ვისაც მინდა ხელი შევუწყო ამას არგუმენტებით ვასაბუთებ. „ქართულმა ოცნება“ აჩვენა საოცრება, უფსკრულს მივექანებოდით, პატრიარქს მაინც დაუჯერეთ, ჩემი თუ არ გჯერათ. პატრიარქის სიტყვებს გეუბნებით, ცოტაც და გადავიჩეხებოდით, უფსკრულის პირას ვიდექით პატრიარქი ამბობს ამას. 4 წლის შემდგომ გამოვდივართ და ადამიანზე დაფუძნებულია ყველა დემოკრატიული ინსტიტუტი, ადამიანის თავისუფლებაზე. დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებით 4 წლის შემდგომ უფსკრულის პირას მყოფი ქვეყანა დღეს რეიტინგებით ევროკავშირის ქვეყნებს ვედრებით და ძალიან ხშირად ძალიან ბევრ საკითხში ნახევარს ვუგებთ. ეს გააკეთა „ქართულმა ოცნება“. საუკეთესო ლიდერი შეარჩიეს კვირიკაშვილის სახით. ეს კაცი არათუ კანონებს ექვემდებარება, არამედ მორალს ექვემდებარება. ვინ შევადარო, როგორ შევადარო, რომ არ არის შედარებადი?!

 

 

კარგი იქნებოდა, რომ შემეძლოს ამ 4 პარტიაზე საუბარი, რომ არჩევანი ეს არაა და ეს არა, ესა და კარგი იქნებოდა, რეალობა ასეთია და ნუ შფოთავენ ოპონენტები ტყუილად, რომ მათ გარეშე არაფერი გაკეთება, ისე კარგად გაკეთდება, რომ მზე მაღლა იქნება, ძალიან კარგად იქნება. პარალელებს რომ ავლებენ საკუთარ თავს მოსთხოვონ პასუხი, გასული არიან ზონიდან“,-განაცხადა მან.

 

 

კომენტარები: 3
#3   მერაბი
      
ბიძო შენზე მეტი ფოკუზნიკი ქართულ პოლიტაკაში თუ მოიძებნება ვინმე )))
22 სექტემბერი 2016 09:04
#2   თამო
      
ბიძინა- გადახედე რა ხდება ქვეყანაში წინასაარჩევნოდ, რა ცილისწამების და შეურაცხყოფის კამპანიები გამართეს შენმა მომხრეებმა, მიდის კონკურენტი პარტიის წევრების დაშინება, დაშანტაჟება, ყიდულობენ კონკურენტი პარტიის წევრებს, ავრცელებენ ჭორებს, და რას არ აკეთებენ?! და კიდევ სხვაზე ამბობ რამეს?
22 სექტემბერი 2016 06:54
#1   დიტო
      
ბიძო, ფოკუსებისა და აფიორის სპეციალისტი თვითონ ხარ.
22 სექტემბერი 2016 06:34
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი