ბიძინა ივანიშვილი: სააკაშვილს დაჟინებით ვეუბნებოდი - ჩემს ფულს გაძლევთ-მეთქი, ისინი კი უარს ამბობდნენ რთველის სუბსიდირებაზე
22-09-2016, 04:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"ერთი ლარი არ უნდა ღირდეს და უფრო მეტი უნდა ღირდეს ყურძენი, თუმცა, არ შეიძლება ხელისუფლებას მოვთხოვთ, რატომ არ ღირს უფრო მეტი", - განაცხდა საქართველოს ყოფილმა პრემიერ მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა კახეთში, რეგიონულ მედიასთან შეხვედრის დროს.

 

 

ივანიშვილის თქმით, ყურძნის ფასი არ არის სახარბიელო, თუმცა წინა წლებთან შედარებით, უკეთესი მდგომარეობაა. მისივე თქმით, უახლოეს მომავალში რთველს სახელმწიფო სუბსიდირება აღარ დასჭირდება, რადგან საქართველომ სხვადასხვა ბაზარზე გასვლა უკვე მოახერხა.

 

 

ყოფილმა პრემიერმა მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდი გაიხსენა და აღნიშნა, რომ მაშინ თავისი ფულით ახდენდა რთველის სუბსიდირებას, თუმცა, გარკვეული პერიოდის შემდეგ, ამაზე უარი უთხრეს: "ბენდუქიძეა მაგარი, შენ რა იცი ეკონომიკაო".

 

 

"გავიხსენოთ სხვადასხვა ისტორიები. 2011 წელს მოსახლეობას აიძულებდნენ არ მოეკრიფა 10 ჰა-ზე ყურძენი, რადგან მისი ჩაბარება არ შეიძლებოდა არსად. აი, ცოტა დროც მიეცით, ცოტაც მოითმინეთ და მიეცემა ყურძენს რეალური ფასი. მაგრამ ამ ოთხ წელიწადში რა გაკეთდა ის გავაანალიზოთ. ვთქვი მე სიტყვები ჰაერზე და უარესობა მოვიტანე? აბა ვნახოთ რა იყო მანამდე და რა არის ახლა. 9 წლის განმავლობაში, "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს, ექსპორტზე გატანილი ღვინიდან მიღებული შემოსავალი იყო 472 მლნ დოლარი. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში კი 527 მლნ-ია. ანუ ჩვენი გაცილებით მეტია. ეს შემთხვევითაა? ვიღაც იტყვის, რომ ნელ-ნელა განვითარდა? მაშინ, სხვა რამეც გავიხსენოთ. 2005 და 2006 წლები დაჟინებით სააკაშვილს მე ვაძლევდი სუბსიდირებას პირადად კახელი გლეხებისთვის, მესამე წელიწადს უარი მითხრეს - შენ ეკონომიკა არ იციო, ბენდუქიძეა მაგარიო - მითხრეს. ქართულ ღვინოს და ყურძენს ფასი არ აქვს, მაგას ევროპაში ვერ გაიტანო. მხოლოდ საკონიაკე სპირტი უნდა დამზადდესო. და 20 თეთრზე მეტი თუ იყო - არარენტაბელურიაო. ამიტომ თავი დაანებე შენ დახმარებასო. დაჟინებით ვითხოვდი - ჩემს ფულს გაძლევთ-მეთქი, თან სახელს არ ამბობდნენ ჩემსას, ამაზეც თანახმა ვიყავი მე, არც მინდოდა ჩემი სახელი ეთქვათ. გვიან, პოლიტიკაში შემოსულმა ვთქვი ეს ყველაფერი....

 

 

კახელმა გლეხმა დაიწყო ვაზის გაჩეხვა. ეს იყო ის რეალობა და ამაზე უარს ნუ ვიტყვით. ნახეთ რამხელა ნახტომია, ხალხო - მეოთხე რთველი მიდის რაც მოვიდა ახალი ხელისუფლება და ოთხივე როგორ დაბალანსებულად ჩატარდა, რამხელა ყურადღება დაუთმო ხელისუფლებამ. დღეს მე ვთვლი, რომ წარატებულად მიდის რთველი. არის საკმარისი ის ფასი დღეს რაც იხდება? არ არის საკმარისი. ერთი ლარი არის კარგი ფასი? არ არის კარგი. მაგრამ გარწმუნებთ, უახლოეს დროში, ვაზი ყველგან დაირგვება საქართველოში, სადაც კი შეიძლება და ყველას გავყიდით ისე, რომ სახელმწიფო სუბსიდირება აღარ დასჭირდება. წელს, საუბედუროდ, სახელმწიფო სუბსიდირება საჭიროა. ეს ბიუჯეტია ახლა, კვირიკაშვილი ციდან კი ვერ მოიტანს. გაიხედეთ უკან და ნახეთ რამხელა ნაბიჯია წინ გადადგმული. ასევე უნდა გავაგრძელოთ. სულ უახლოეს დროში მოხდება ის, რასაც ვამბობ, მანამდე კი გავიმეორებ, რომ ერთი ლარი არის ძალიან ცოტა, განსაკუთრებით კი საფერავზე", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი