ბიძინა ივანიშვილი: ბიუროკრატიის შენახვაზე 3 წლის განმავლობაში ახალმა ხელისუფლებამ 760 მილიონი დაზოგა
22-09-2016, 05:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ყოფილი პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, სოციალური მიმართულებით ბიუჯეტი 3-ჯერ არის გაზრდილი.

 

 

ამის შესახებ ყოფილმა პრემიერმა კახეთში, მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ სამი წლის განმავლობაში 760 მილიონი ლარი დაზოგა ხელისუფლებამ, რაც ჯანდაცვას, დევნილებს და სოციალურ მიმართულებას მოხმარდა.

 

 

მისი აზრით, მომავალ წელს ბიუჯეტი სოციალური მიმართულებით აღარ უნდა გაიზარდოს.

 

 

„რაც შეეხება დღევანდელი ხელისუფლების დამოკიდებულებას სოციალურად დაუცველებში, 3-ჯერ და 4-ჯერ არის დაფინანსება ამ მიმართულებით გაზრდილი, მაგრამ შეფასებებში კითხვები მუდამ არის. ძალიან ბევრი, სამუშაოს არ ეძებს, რომ ეს სოციალური დახმარება არ მოეხსნას. ძალიან სამარცხვინოა იმ თანხებზეც საუბარი, ისეთი მწირი თანხებია. სამწუხაროდ, რეცეპტი არ მაქვს. შეფასებებში ცვლილებები ხდება, უფრო პროგრესულია, ზოგჯერ გადაცდომებია და ხელისუფლება შემდგომ აკეთებს ამაზე რეაქციას.

 

 

ჩვენი ბიუჯეტი არის სოციალურად მიმართული ბიუჯეტი. მეც კი როდესაც 760 მილიონი აღმოვაჩინე დამატებით, რომლის ეკონომიაც გააკეთა ბიუროკრატიის შენახვაზე 3 წლის განმავლობაში ახალმა ხელისუფლებამ და 760 მილიონი დაზოგა. არსად არ მომისმენია არავისგან. არცერთ მინისტრს არ უთქვამს. ეს თანხა უზარმაზარია, ეს ფული სულ სოციალურად წავიდა ან ჯანდაცვაში ან დევნილების დახმარებაზე, თვითონ ბიუჯეტი სოციალურად დაუცველების 3-ჯერ გაიზარდა. 27 მილიონი იყო და 85 გახდა. ვერ ვიტყვით იმას, რომ ხელისუფლება ყურადღებას არ აქცევს, ვერ ვიტყვით, რომ ეს მიმართულება შეცვალა, პირიქით, შემდეგ ბიუჯეტში სოციალური არ უნდა გაიზარდოს, განათლებაზე მეტი პროცენტი უდნა დავხარჯოთ და უნდა მოვახერხოთ განათლებული საზოგადოება გვყავდეს და ამავე დროს გაჭირვებული საზოგადოება არ უნდა დავივიწყოთ“,-განაცხადა ივანიშვილმა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი