ბიძინა ივანიშვილი: ცოტა ბურჭულაძეს მიეცით, ცოტა „რესპებს“ მიეცით, ცოტა „ლეიბორისტებს“ მიეცით და ამით ქვეყანა აყვავდება - არ არის სამწუხაროდ ასე
22-09-2016, 05:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მხოლოდ იმიტომ რომ მრავალპარტიულობის მომხრეა, ვერ მოუწოდებს მოსახლეობას, მხარი სხვა პარტიებს დაუჭირონ.

 


როგორც კახეთში, რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას ივანიშვილმა აღნიშნა, არჩევანი ძალიან ცოტაა და "ქართულ ოცნებას" ალტერნატივა არ აქვს. მისივე აზრით, "იმიტომ რომ მრავალპარტიულობის მოსურნეა ივანიშვილი და მოუწოდოს, რომ ესენიც არ არიან ცუდი ბიჭები, ცოტა ბურჭულაძეს მიეცით, ცოტა „რესპებს“ მიეცით, ცოტა „ლეიბორისტებს“ მიეცით და ამით ქვეყანა აყვავდება - არ არის სამწუხაროდ ასე".

 


"იმიტომ რომ იყოს მრავალპარტიული და იყოს კოალიციური მთავრობა და ამისთვის ვთქვათ ნათელაშვილს შევუძღვეთ და გინდაც „რესპუბლიკელებს, რომლებმაც ძალიან ცუდი პარტნიორობა აჩვენეს, რომელთაც პრეტენზია აქვთ და ასევე შევუძღვეთ ახალ პარტიას, მომღერალი მოგვივიდა და ნახეთ რა ფოკუსებს გვიტარებს პოლიტიკაში, პაატა ბურჭულაძე მაქვს მხედველობაში, იმიტომ რომ მრავალპარტიულობის მოსურნეა ივანიშვილი და მოუწოდოს, რომ ესენიც არ არიან ცუდი ბიჭები, ცოტა ბურჭულაძეს მიეცით, ცოტა „რესპებს“ მიეცით, ცოტა „ლეიბორისტებს“ მიეცით და ამით ქვეყანა აყვავდება, არ არის სამწუხაროდ ასე.

 

 

ვისაც მინდა ხელი შევუწყო ამას არგუმენტებით ვასაბუთებ. „ქართულმა ოცნებამ“ საუკეთესო ლიდერი შეარჩიეს კვირიკაშვილის სახით. ეს კაცი არათუ კანონებს ექვემდებარება, არამედ მორალს ექვემდებარება. ვინ შევადარო როგორ შევადარო, რომ არ არის შედარებადი?! კარგი იქნებოდა, რომ შემეძლოს ამ 4 პარტიაზე საუბარი, რომ არჩევანი ეს არაა და ეს არა, ესა და კარგი იქნებოდა, რეალობა ასეთია და ნუ შფოთავენ ოპონენტები ტყუილად, რომ მათ გარეშე არაფერი გაკეთება, ისე კარგად გაკეთდება, რომ მზე მაღლა იქნება, ძალიან კარგად იქნება. პარალელებს რომ ავლებენ საკუთარ თავს მოსთხოვონ პასუხი, გასული არიან ზონიდან", - განაცხდა ყოფილმა პრემიერმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი