„შემდეგ ბიუჯეტში სოციალური არ უნდა გაიზარდოს, განათლებაზე მეტი პროცენტი უდნა დავხარჯოთ და უნდა მოვახერხოთ განათლებული საზოგადოება გვყავდეს და ამავე დროს გაჭირვებული საზოგადოება არ უნდა დავივიწყოთ“,-განაცხადა ყოფილმა პრემიერ მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა კახეთში, მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.
მისი თქმით, ვერავინ იტყვის, რომ ხელისუფლება სოციალური მიმართულებით არაფერს აკეთებს.
„ჩვენი ბიუჯეტი არის სოციალურად მიმართული ბიუჯეტი. მეც კი როდესაც 760 მილიონი აღმოვაჩინე დამატებით, რომლის ეკონომიაც გააკეთა ბიუროკრატიის შენახვაზე 3 წლის განმავლობაში ახალმა ხელისუფლებამ და 760 მილიონი დაზოგა. არსად არ მომისმენია არავისგან. არცერთ მინისტრს არ უთქვამს. ეს თანხა უზარმაზარია, ეს ფული სულ სოციალურად წავიდა ან ჯანდაცვაში ან დევნილების დახმარებაზე, თვითონ ბიუჯეტი სოციალურად დაუცველების 3-ჯერ გაიზარდა. 27 მილიონი იყო და 85 გახდა. ვერ ვიტყვით იმას, რომ ხელისუფლება ყურადღებას არ აქცევს, ვერ ვიტყვით, რომ ეს მიმართულება შეცვალა, პირიქით, შემდეგ ბიუჯეტში სოციალური არ უნდა გაიზარდოს, განათლებაზე მეტი პროცენტი უდნა დავხარჯოთ და უნდა მოვახერხოთ განათლებული საზოგადოება გვყავდეს და ამავე დროს გაჭირვებული საზოგადოება არ უნდა დავივიწყოთ“,-განაცხადა ივანიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.