ვანო მერაბიშვილის ადვოკატი ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს
22-09-2016, 05:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვანო მერაბიშვილის ადვოკატის, გიორგი ჩივიაშვილის განცხადებით, ვალერი გელაშვილის ცემის საქმესთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.

 

 

ადვოკატმა მოსამართლე დავით მგელიაშვილის მიერ განაჩენის გამოცხადების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ხელისუფლება სტრასბურგიდან მიღებული რეკომენდაციის საფუძველზე იძულებული გახდება, ვანო მერაბიშვილი პოლიტიკურ პატიმრად აღიაროს.

 


”არც ამ ინსტანციაში გვქონია რაიმე მოლოდინი. ჩვენ საერთო სასამართლოებს დიდი ხანია უნდობლობა გამოვუცხადეთ. ყველაზე მთავარი ჩვენთვის არა ეს განაჩენი, არამედ ის არის, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ვანო მერაბიშვილი ცნო როგორც პოლიტიკური პატიმარი. ახლა წინასაარჩევნო პერიოდია. ხელისუფლება, ბუნებრივია, ყველანაირად ცდილობს გადაფაროს ყველაფერი ამგვარი განაჩენებით, ახალი ბრალდებით. ეს არ არის ახალი. 4 წელია გრძელდება და ერთი და იგივე წრეზე ვტრიალებთ, მაგრამ მერწმუნეთ, უახლოეს პერიოდში ხელისუფლება იძულებული იქნება სტრასბურგიდან მიღებული რეკომენდაციის საფუძველზე აღიაროს, რომ ვანო მერაბიშვილის სახით პოლიტიკური პატიმარი ჰყავს. ირაკლი ოქრუაშვილიც და ნინო ბურჯანაძეც საჯაროდ აცხადებდნენ, რომ არ გაუშვებდნენ შანსს ყოფილ მაღალი თანამდებობის პირებზე შური ეძიათ’, - განაცხადა გიორგი ჩივიაშვილმა.

 

 

ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე სასამართლომ განაჩენი გამოაცხადა. სასამართლომ სამივე ბრალდებული, შს ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი ერეკლე კოდუა და ამავე დეპარტამენტის სამმართველოს ყოფილი უფროსი, გია სირაძე დამნაშავედ სცნო.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი