ნინო გვენეტაძე ცდილობს კლანის ჩამოყალიბებას - ეს აღარ არის უკვე კლანი, ეს გაცილებით საშიში ორგანიზმია სახელმწიფოსთვის, - აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას საქალაქო სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ, მამუკა ახვლედიანმა გააკეთა.
„გაცილებით უარესად არის სიტუაცია, მით უმეტეს ჩემი საქმის შემდგომ. მათ უკვე თავიანთი შესაძლებლობები აქვთ, თავიანთი ძალა, ეს არ არის უკვე მარტო კლანი, ეს კიდევ უფრო მაგარი ორგანიზმია. მე ვფიქრობ, ეს არის ქართული სახელმწიფოს სირცხვილი. ამ ყველაფრის გამოსწორებას არ შველის მარტო ერთი მამუკა ახვლედიანის პროცესი და სხვა პროცესები. ადამიანები ითხოვენ სამართალს, რომელიც ამ ქვეყანაში უბრალოდ არ არსებობს. ამას სჭირდება პოლიტიკური ნება. თუ პოლიტიკური ნება არ არის, უნდა შეიცვალოს პოლიტიკა და შეიცვალონ პოლიტიკოსებიც. ამ ქვეყნაში დოქსოპულოების დრო უნდა დამთავრდეს. ადრე დოქსოპულოებს ხელმძღვანელი მაინც ჰყავდათ, ახლა არც ხელმძღვანელი ჰყავთ და თვითონვე წყვეტენ საკითხებს. აი, გევენტაძე ცდილობს, რა თქმა უნდა, კლანის ჩამოყალიბებას, თუ აქამდე კლანები ცალ-ცალკე ცდილობდნენ რაღაცის მიღწევას, ახლა გაერთიანდა და ეს აღარ არის უკვე კლანი, ეს გაცილებით საშიში ორგანიზმია სახელმწიფოსთვის”,- განაცხადა მამუკა ახვლედიანმა.
ახვლედიანი აცხადებს, რომ არსებობენ მოსამრთლეები, რომლებიც გადაწყვეტილებებს ფულის სანაცვლოდ იღებენ და არიან კონკრეტული ჯგუფებიც, რომლებიც მხოლოდ ამ საქმეებზე მუშაობენ.
”ძალიან კონკრეტული ფაქტებიც კი არის ჩემთვის ცნობილი ძალიან ბევრ საქმეზე. თქვენ პრეზენტაციის დროს ნახავთ, როგორ ხდება საქმეების გადაწერა. არის გარკვეული ჯგუფი, რომელიც კონკრეტულად ამ საკითხზე მუშაობს, მან იცის, რომ ახლო მომავალში მათ არანაირი პერსპექტივა არ ექნებათ და ახლო მომავალში ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს ადამიანები ჩამოშორდნენ როგორც სასამრთლო სისტემას, ასევე სახელმწიფოს”, - აღნიშნა საქალაქო სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.