თინა ხიდაშელი ბიძინა ივანიშვილს: აუცილებლად მოიხდით ბოდიშს - ამის პირობას გაძლევთ
22-09-2016, 05:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"რესპუბლიკური პარტის" ერთ-ერთი ლიდერი, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი ყოფილი პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მიერ "რესპუბლიკელების" მიასამართით გაკეთებულ განცხადებებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 


ივანიშვილის განცხადებას, რომ "რესპუბლიკელებს" პინ-პონგის თამაში სურთ, ხიდაშელი პასუხობს, რომ " ბიძინა ივანიშვილს აუცილებლად მოუწევს ბოდიშის მოხდა „საძაგლობისთვის, რომელიც იკადრა“.

 


”ჩვენ არ დაგვიწყია და შეურაცხყოფა არ მოგვიყენებია. "შეფასებები უკვე გავაკეთე" არის პოზიცია, ადრე ბოდიშის მოხდა არ გიჭირდათ ხოლმე, სამწუხაროა. მე კი პირობას გაძლევთ, აუცილებლად მოიხდით ბოდიშს პატარა კაცისთვის, უღირსობისა და მსგავსი საძაგლობებისთვის, რომელიც იკადრეთ. კითხვები არსებობსო - დასვით ბატონო ბიძინა, ოღონდ ვინმე უფრო გონიერს ჰკითხეთ რჩევა, ვიდრე იმას, ვინც საკონსტიტუციო კომისიაზე გირჩიათ, თორემ ისევ უკან დახევა მოგიწევთ“, - მიმართავს თინა ხიდაშელი ივანიშვილს.

 

 

ივანიშვილის განცხადებას, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში ხელისუფლების არაერთი მაღალჩინოსანი იქნა დაპატიმრებული, თავდავის ყოფილი მინისტრი პასუხობს, რომ  „1, 5 ან 41 ინდივიდუალურად გასამართლებული არ ადასტურებს სისტემურობას თუ შესაბამისად არ გამოიძიეს და მოიკვლიეს“.

 

 

„ახლა არსობრივად - ბევრი დავიჭირეთო, ნიუნბერგი არ იქნებაო, ხალხს „ნაცმოძრაობა“ რომ არსებობს ეს აღიზიანებსო - ამას სისტემური დანაშაული ჰქვია, იმ ენაზე თქვენ რომ მიშასავით მასხარად აიგდეთ - პროცედურების და კანონის ენაზე. 1, 5 ან 41 ინდივიდუალურად გასამართლებული არ ადასტურებს სისტემურობას თუ შესაბამისად არ გამოიძიეს და მოიკვლიეს, ამისათვის კი, რაც საჭირო იყო, ჩემს 2012-2013 წლის email-ებში ბევრი წერია და შეგიძლიათ მოიძიოთ”, - წერს თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში.

 

 

”ჩემი აზრით, მე „რესპუბლიკური პარტიის“ ამომწურავი შეფასება გავაკეთე და ახლა პინგ პონგის თამაშის დრო არა მაქვს, რომ მაგათ ყველა განცხადებაზე პასუხი გავცე. მე ამომწურავად შევაფასე „რესპუბლიკური პარტია“ და საკმარისია. მათთან უამრავი, უფრო სერიოზული კითხვებია. პინგ-პონგის თამაში უნდათ და მე მაგისთვის არ მცალია. მაგათ მეტი საქმე არ აქვთ, როგორც ჩანს“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა კახეთში, რეგიონულ მედიასთან შეხვედრის დროს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი