„ჩინეთის სამხრეთის ავიახაზები“ პეკინიდან თბილისის მიმართულებით რეგულარულ რეისებს განახორციელებს
22-09-2016, 06:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ჩინეთის სამხრეთის ავიახაზები“ ხვალიდან, ურუმჩის გავლით, პეკინიდან თბილისის მიმართულებით რეგულარული რეისების განხორციელებას იწყებს.

 

 

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, ფრენა კვირაში ორი სიხშირით - ყოველ სამშაბათსა და პარასკევს, „ბოინგ-737-800“ ტიპის საჰაერო ხომალდით განხორციელდება.

 

 

როგორც სააგენტოში აცხადებენ, ახალი მიმართულების გახსნასთან დაკავშირებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ოპერატორი კომპანია „ტავ ჯორჯია“ ხვალ, აეროპორტის ტერმინალის შენობაში მიღებას გამართავს.

 

 

ურუმჩი-პეკინი-თბილისი საჰაერო ხაზის პირველი რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 21:45 საათზე დაეშვება.

 

 

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ - ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით ხუციშვილი, სამინისტროს სისტემაში შემავალი საავიაციო უწყებების (სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო, შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“, შპს „საქაერონავიგაცია“) ხელმძღვანელი პირები, „ჩინეთის სამხრეთის ავიახაზების“ მესვეურები და სხვა მიწვეული სტუმრები.

 

 

კომენტარები: 1
#1   marina
      
ხომ ვერ შემატყობინებთ გირებულებას ბილეთის
22 სექტემბერი 2016 08:01
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი