„დღე ავტომობილის გარეშე“ - რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან ფეხით მოსიარულეთა და ველომოყვარულთა მსვლელობა გაიმართა
22-09-2016, 06:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დღეს „დღე ავტომობილის გარეშე“ - საერთაშორისო დღე აღინიშნა. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო შეუერთდა ორგანიზაცია ,,საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ინიციატივას და საზოგადოებას კამპანიაში ჩართულობისკენ მოუწოდა.

 


აქციის ფარგლებში, რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან ფეხით მოსიარულეთა და ველომოყვარულთა მსვლელობა გაიმართა, რომელშიც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა, გიგლა აგულაშვილმა ევროკავშირის ელჩთან საქართველოში იანოშ ჰერმანთან, მინისტრის მოადგილეებთან და სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად მიიღო მონაწილეობა.

 

 

მსვლელობა თავისუფლების მოედნის გავლით ვარდების მოედანზე დასრულდა, რომელიც მუსიკალურმა ბენდმა „დრამ სქულმა“ გააფორმა.

 


„დღე ავტომობილის გარეშე“ 2000 წლიდან აქტიურად აღინიშნება ევროპასა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და მიზნად ისახავს ქალაქის ცენტრალურ უბნებში ნაკლები კერძო ავტომობილის მოძრაობით გარემოს მოფრთხილებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.

 


მოქალაქეები ამ დღეს თავს იკავებენ პირადი ავტომობილით სარგებლობისგან, გადაადგილდებიან ფეხით ან იყენებენ ალტერნატიულ და ჯანსაღ ტრანსპორტს - ველოსიპედს ან საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სხვა საშუალებებს.

 


აქციას ქალაქ თბილისის მერიასთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტრო, “საქართველოს ველოსპორტის ეროვნული ფედერაცია”, “ეკო-ტრანსპორტი”, “ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია”, “პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის”, “საქართველოს საავტომობილო ფედერაცია” „მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები- საქართველო“ შეუერთდა. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი