საფრანგეთში პატიმრობაში მყოფი დავით კეზერაშვილის საკითხს სალომე ზურაბიშვილი ფეისბუკით ეხმიანება. იგი წერს:
"აშკარად დაწყებულია საფრანგეთში სერიოზული კამპანია კეზერაშვილის სასარგებლოდ, რისი ნიშანიცაა ზედიზედ გამოქვეყნებული სტატიები ისეთ გაზეთში ((le Parisien)) რომელსაც არ ჩვევია ყურადღება არც საერთაშორისო საკითხების და არც კერძოდ საქართველოს მიმართ? ამისი მეორე დასტურია შექმნილი მხარდამჭერი კომიტეტი ყოფილ პოლიტიკურ ფიგურის - კოჰნ ბენდიტის (?????) - მეთაურობით. (ცოტა არ იყოს საცაცლოა რომ ეს ულტრამემარცხენე იქნა არჩეული ულტრა ლიბერალური ხელისუფლების წარმომადგენელების მიერ????)
კითხვა ისმის, რა დამცველი ზომები მიიღო ქართულმა ოფიციალურ მხარემ , რომ მისი პოზიცია სათანადო დონეზე ყოფილიყო წარდგენილი. არ ვიცნობ ირაკლი დონდოლაძეს, მაგრამ უფრო მაღალი დონის წარმომადგენელი არ უნდა თან წაყოლოდა?
კიდევ ნიშანდობლივია რომ მთავარ ბრალდებებში გაზეთი ორს ასახელებს, კერძოდ ეთანოლის ტრაფიკინგს საქართველოსა და უკრაინას შორის, და მეორე, იმედის არაკანონიერ წართმევაში ადანაშაულებს. სიტყვა არაა ნათქვამი იარაღის ვაჭრობის თემაზე….
რაშია საქმე?
როგორც ეტყობა ამავე სტატიიდან საფრანგეთი ალბათ არ დათანხმდება ექსტრადიციაზე. რაც ნიშნავს რომ მერე მისი განთავისუფლების საკითხიც დადგება.
რაშია საქმე???" - კითხულობს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი და პარტია "საქართველოს გზის" საპატიო თავმჯდომარე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.