ქობულეთში პროექტ „ევროპული კაფეების“ ფარგლებში შეხვედრა გაიმართა
22-09-2016, 07:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

 

ქობულეთის გამგეობის სააქტო დარბაზში პროექტ „ევროპული კაფეების“ ფარგლებში შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ექსპერტები, ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ამის შესახებ Guardian.ge–ს ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

 

 

შეხვედრაზე საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის გარშემო დისკუსია გამართეს და სლოვაკეთისა და ცენტრალური ევროპის სხვა ქვეყნების ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ ისაუბრეს.

 


„ევროპული კაფეების“ პროექტი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის და საქართველოში სლოვაკეთის საელჩოს ეგიდით ხორციელდება. პროექტის მთავარ მიზანს სლოვაკეთის ევროპული ინტეგრაციის გზაზე მიღებული გამოცდილების საქართველოსთვის გაზიარება წარმოადგენს.

 


შეხვედრის ბოლოს ქობულეთის გამგებელი სულხან ევგენიძე პროექტის მონაწილე სლოვაკეთის ქ. ბანსკა ბისტრიცას ყოფილ მერს პიტერ გოგოლას შეხვდა და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

 


შეხვედრა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებითა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით გაიმართა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი