ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილს 8 სექტემბერს, ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მასპინძლობისთვის მადლობის წერილი გამოუგზავნა.
„პატივცემულო თავმჯდომარე, ნება მომეცით, ვისარგებლო შემთხვევით და ჩრდილოატლანტიკური საბჭოს, ასევე, ჩემი სახელით, მადლობა გადაგიხადოთ ჩვენი საქართველოში ვიზიტის დროს თქვენთან და პარლამენტის წევრების ფართო სპექტრთან შეხვედრის შესაძლებლობისთვის.
ჩვენი დიალოგი კონსტრუქციული და პრაგმატული იყო. მოკავშირეებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმ პროგრესმა, რომელსაც საქართველომ რეფორმების განხორციელების პროცესში მიაღწია და საერთო ეროვნულმა კონსესუსმა საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან დაკავშირებით.
მე ასევე დავინახე საქართველოს დიდი ინტერესი, მონაწილეობა მიიღოს შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხის განხილვაში, მისი შეშფოთება რუსული პროპაგანდის ძალისხმევასთან დაკავშირებით და ნათელი მოლოდინი, რომ მომავალმა არჩევნებმა უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტები დააკმაყოფილოს.
ზოგადად კი, ვიზიტმა საბჭოს მისცა უნიკალური შესაძლებლობა ქვეყანაში განვითარებული მოვლენების და ნატო-საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტის იმპლემენტაციასთან დაკავშირებული მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ ინფორმაცია პირველწყაროდან მიეღო.
მოკავშირეები გააგრძელებენ საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, მათ შორის, პარლამენტის საქმიანობაზე დაკვირვებას. ვიმედოვნებ, რომ ჩვენ შევძლებთ საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე დიალოგის გაგრძელებას“, - ნათქვამია ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის წერილში, საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.