საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქვეყნის მასშტაბით, აზარტული თამაშებისთვის განკუთვნილი, დიდი ოდენობით სათამაშო აპარატების უკანონოდ განთავსებისა და ფუნქციონირების ფაქტი გამოავლინა.
“გამოძიებით დადგენილია, რომ თბილისში, გარდაბანში, რუსთავში, მარნეულში, ფოთსა და სენაკში - ბაზრობებსა და ხალხმრავალ ადგილებზე, სხვადასხვა პირებს განთავსებული ჰქონდათ სათამაშო აპარატები, რომელთა მეშვეობით მართავდნენ აზარტულ თამაშებს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნებართვის გარეშე და იღებდნენ დიდი ოდენობით უკანონო შემოსავალს.
სათამაშო აპარატები წარმოადგენს ელექტრო-მექანიკურ მოწყობილობაზე მომუშავე ე.წ. ,სლოტ აპარატებს და კუსტარულად დამზადებულ მოწყობილობას, რომელიც ქაღალდის კუპიურებისა და 20 თეთრიანი მონეტების გამოყენებით, შემთხვევითობის პრინციპით, მოთამაშეს აძლევს მიზერულ მოგებას. საგამოძიებო სამსახურის მიერ ამოღებულია 100-მდე სათამაშო აპარატი.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით და 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 7-დან 10 წლამდე“,-ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.