გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში ევროკავშირის ერთობლივი კვლევითი ცენტრის ექსპერტთა ჯგუფთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ორდღიანი შეხვედრის მიზანია საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების - ევროკომისიის „დიდი სამრეწველო ავარიების პრევენციის“ (SEVESO III) დირექტივის საქართველოში იმპლემენტაციის ხელშეწყობა და აღნიშნული კანონის სხვა ქვეყნებში დანერგვისას წარმოშობილი სირთულეების ქართული მხარისთვის გაცნობა.
სამუშაო შეხვედრას ბუნებრივი და ანთროპოგენური საფრთხეების მართვის სამსახურის უფროსი ბესარიონ დათიაშვილი, სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებები, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, თავდაცვის სამინისტროებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.