საქართველომ მსოფლიო ბანკისგან აღმოსავლეთ–დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის კორიდორის გაუმჯობესების პროექტისთვის, დაფინანსება მიიღო.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, აღნიშნული დაფინანსების გარკვეული ნაწილი გამოყენებული იქნება ხსენებული პროექტის ფარგლებში შესასყიდი საქონლის, სამუშაოების, საჭირო მომსახურებისა და საკონსულტაციო მომსახურების ხარჯების ასანაზღაურებლად, რაც საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით მოხდება.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი იწვევს უფლებამოსილ კონსულტანტებს ინტერესის გამოსახატად შემდეგი საკონსულტაციო მომსახურების გასაწევად: „E-60 ჩქაროსნული მაგისტრალის ჩუმათელეთი - ხევის მონაკვეთის (მონაკვეთის სიგრძე დაახლოებით 11.2 კმ) პროექტის განხილვა და სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობა“.
აღნიშნული დავალების განხორციელების ვადაა პროექტის განხილვისთვის 4 თვე, სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობისთვის 24 თვე ამას დამატებული 12 თვე დეფექტების აღმოფხვრის პერიოდი.
დაინტერესებულმა კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ აღნიშნული მომსახურების გასაწევად საჭირო გამოცდილების დამადასტურებელი ინფორმაცია. ინტერესთა გამოხატვის წერილს თან უნდა დაერთოს შემდეგი: კონსულტანტის კორპორატიული პროფილი და შესაბამისი გამოცდილება დავალებასთან მიმართებაში, ძირითად თანამშრომელთა კვალიფიკაცია და გამოცდილება.
სრულად გაეცანით აღნიშნულ ბმულზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.