ირმა ნადირაშვილი: ირაკლი კობახიძე შსს-ში იყო გაფორმებული და მაღალ ხელფასს იღებდა
25-02-2015, 07:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ირმა ნადირაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პარტია "ქართული ოცნების" ახლადდანიშნული აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე შინაგან საქმეთა სამინისტროში იყო გაფორმებული და ხელფასსაც იღებდა, საზოგადოებამ კი კობახიძის ბიოგრაფიის ამ პერიოდზე აქამდე არაფერი იცოდა.

 


"ჩვენ არავის არ გვქონია ინფორმაცია, რომ ირაკლი კობახიძე მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში, მაგრამ მოგვაწოდეს დოკუმენტები, რომ ის იყო გაფორმებული შინაგან საქმეთა სამინისტროს საფინანსო დეპარტამენტში და 2013- იდან 2014 წლის ბოლომდე ხელფასს იღებდა სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტროდან.

 


წარმოდგენილი ხელფასების ნუსხიდან დასტურდება, რომ ირაკლი კობახიძეს თავიდან ჰქონდა 1250 ლარი, შემდეგ კი მისი სახელფასო განაკვეთი გაიზარდა და გახდა 1500 ლარი, ხოლო 2014 წელს ის შინაგან საქმეთა სამინისტროში იღებდა 2000 ლარს. საზოგადოებამ არ იცოდა, რომ ირაკლი კობახიძე მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში. ეს ფაქტი ერთ რამეს ადასტურებს - იმის ნაცვლად, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ასრულებდეს თავის მოვალეობას, იცავდეს ქვეყანაში წესრიგს, ებრძოდეს კრიმინალს, რაც მათ საერთოდ არ გამოსდით, პირიქით, საქართველოს ხელისუფლებამ ეს სამინისტრო აქცია თავისი პატრიული აქტივისტების, მეგობრების, ნათესავების დასასაქმებელ ადგილად, რაც ვთვლით, რომ ნამდვილად აღმაშფოთებელი ფაქტია", განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი