ბიძინა ივანიშვილის განცხადებები ”ნაციონალურ მოძრაობაზე” არის დამცველობითი რეაქცია იმაზე, რომ “ქართულ ოცნებას” ძალიან რთული საარჩევნო ვითარება აქვს, - განაცხადა ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, გიგი წერეთელმა ბიძინა ივანიშვილის კრიტიკის საპასუხოდ.
”ვფიქრობ, ეს განცხადებები მხარდამჭერების რაოდენობაზე, სიცრუის ტირაჟირებაზე და სხვაზე არის დამცველობითი რეაქცია იმაზე, რომ ”ქართულ ოცნებას” აქვს ძალიან რთული საარჩევნო ვითარება. ჩვენ ამას ვხედავთ. განცხადებები იმაზე, რომ ვინმემ რამე არ გაბედოს, თითების ქნევა, რომ პროტესტი არ გამოხატოთ თუ ჩვენ დავწერთ რაიმე საარჩევნო შედეგებს, თორემ დაგიჭერთ, დაახლოებით კონოტაცია ეს არის, მე ვფიქრობ, ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი ხელისუფლებისთვის და კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს”, - განაცხადა გიგი წერეთელმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.