პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატმა მუნიციპალიტეტებისგან გაგზავნილი შეტყობინებების შესწავლა დაიწყო. აღნიშნულთან დაკავშირებით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი განცხადებას ავრცელებს.
"ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატს მუნიციპალიტეტების მიერ გამოგზავნილ შეტყობინებებთან დაკავშირებით არაერთმა მოქალაქემ მიმართა. მოქალაქეები აცხადებენ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობების სახელით იღებენ სატელეფონო შეტყობინებებს წყლის სისტემის მოწყობის პროექტის დასრულების, ბაღების/სკოლების რეკონსტრუქციის და სხვა ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების შესახებ.
შეტყობინებებს თან ახლავს უარის თქმის (SMS off) მექანიზმი, რომლის საშუალებითაც მომხმარებელს შეუძლია, მოითხოვოს მსგავსი ტიპის შეტყობინებების შეწყვეტა, თუმცა მოქალაქეებს უჩნდებათ შეკითხვა, თუ როგორ მოხდა მათი საკონტაქტო ინფორმაციის მოპოვება.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატმა ამ საკითხის შესწავლა უკვე დაიწყო. იგეგმება დამატებითი ინფორმაციის გამოთხოვა შეტყობინებების გამომგზავნი ორგანიზაციებისგან, იმისთვის რომ დადგინდეს მონაცემთა მოპოვების წყარო და მოპოვებული მონაცემების მოცულობა, განხორციელებული ქმედების კანონთან შესაბამისობა,” - ნათქვამია განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.