საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო სადამკვირვებლო მისიას სამუშაო სადილზე უმასპინძლა.
მხარეებმა მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე, ქვეყანაში არსებულ მდგომარეობასა და წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობაზე ისაუბრეს. ასევე, განიხილეს რეგიონში არსებული ვითარება და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხები.
დელეგაციის შემადგენლობაში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ხოსე იგნაციო სანჩეს ამორი, პოლიტიკურ საკითხთა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, გუგლიერმო პიკი და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივანი, რობერტო მონტელა შედიან. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო სადამკვირვებლო მისია შეხვედრებს პოლიტიკური პარტიების ხელმძღვანელებთან მართავს.
ვიზიტის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილთან და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან, თამარ ჟვანიასთან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.